Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 30 » რონალდ უილსონ რეიგანი - "დაანგრიეთ ეს კედელი!"
6:56 PM
რონალდ უილსონ რეიგანი - "დაანგრიეთ ეს კედელი!"
"დაანგრიეთ ეს კედელი!" - ინგლისურ ენაზე "Tear down this wall!",წარმოადგენს 1987 წლის 12 ივნისს,ბერლინში ბრანდენბურგის ჭიშკართან,ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის - რონალდ უილსონ რეიგანის მიერ წარმოთქმულ ისტორიულ ფრაზას.აღნიშნული გამონათქვამი განკუთვნილი გახლდათ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის მისამართით.ცნობილია,რომ "თეთრი სახლი"-ს ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი თავს იკავებდა და რჩევას აძლევდა რეიგანს,თავი შეეკავებინა გერმანიაში ვიზიტისას,ასეთი "ღია განცხადებისაგან".ისინი შიშობდნენ,რომ რეიგანის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია "ბერლინის კედლის" შესახებ,ამერიკა-საბჭოთა კავშირის ურთიერთობას დაძაბავდა.მიუხედავად ამისა,აღნიშნული ემოციალური სიტყვა,მაინც იქნა შეტანილი რეიგანის მიერ წარმოსათქმელ სიტყვაში.სრული ტექსტი,რომლითაც რონალდ უილსონ რეიგანმა მიხეილ გორბაჩოვს მიმართა,ასე ჟღერდა:
"ბატონო გენერალურო მდივანო გორბაჩოვ,თუკი თქვენ ეძებთ მშვიდობას,თუკი თქვენ გსურთ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის აყვავება,თუკი თქვენ ეძებთ ლიბარალიზაციას,მაშინ ბატონო გორბაჩოვ მობრძანდით ბრანდენბურგის ჭიშკართან და გააღეთ ეს კარები.ბატონო მიხეილ გორბაჩოვ,დაანგრიეთ ეს კედელი!"

P.P. 1990 წლის 3 ოქტომბერს (გერმანიის ერთიანობის დღე) დაიწყო და დასრულდა "ბერლინის კედლის" დემონტაჟი.რონალდ რეიგანის მიერ წარმოთქმული სიტყვები: "დაანგრიეთ ეს კედელი!" კი მსოფლიო ისტორიაში შევიდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური,მგრძნობიარე და დემოკრატიული სიტყვა,სახელმწიფო ლიდერისა.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1013 | დაამატა: balu | ტეგები: ronald uilson reigani, რონალდ უილსონ რეიგანი - დაანგრიეთ ე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.