Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
9:47 PM
Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
Saaxalwlo Leqsebiსაახალწლო ლექსები

ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოს,
ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოს,
და ყველა ნატვრა აგსრულებოდეს,
ამ შობის ღამეს რაც კი გენახოს!

––––––––––––

მსურს,მოგილოცო ბრწყინვალე შობა
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა,
შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა ლოცვა!..

––––––––––––

სიხარულმა,სიყვარულმა დაგიმშვენოს დღე
სიკეთე და ღვთის წყალობა გინათებდეს გზებს,
იმედი და უფლის რწმენა არ მოგკლებოდეს
მთელი გულით მოგილოცავ ქრისტეშობის დღეს

–––––––––––

შობის ღამე დგებაო,
სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ
დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისი სტუმრობით
მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო
ყველა სასწაული ხომ
შობის ღამეს ხდებაო!
შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

–––––––––––

რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის…
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.

–––––––––––

კოხტად მორთული ნაძვის ხე
ცეცხლის ბურთივით კრიალებს,
აქეთ მზის თვალი გამოკრთის,
იქით ვარსკვლავი ბრჭყვიალებს.


შემოხვევიან ცელქები
ყიჟინით, ჟრიამულითა
და გარს უვლიან ნაძვის ხეს
სიცილით, სიხარულითა.

–––––––––––

მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რა დილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
პირი ჩაგვიკოკლოზინა.

–––––––––––

პირველად ნახა მარინემ
კოხტად მორთული ნაძვის ხე
და უკვირს: ოქროს კაკლები
ტოტებმა როგორ დაისხეს?
საიდან გაჩნდა სასწრაფოდ
ფარნები ფერად-ფერადი,
თოვლის პაპა და ბუშტები,
ან თვითონ ნაძვი ჭერამდი!
- რამდენი სათამაშოა! -
თვალებს აცეცებს მარინე:
- ნეტავი სულ მაცქერინა,
ამაღამ რა დამაძინებს!
ავტორი: Admin
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 2308 | დაამატა: balu | ტეგები: Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსე | რეიტინგი: 2.8/4
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.