Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 26 » საინტერესო ამბები
6:05 PM
საინტერესო ამბები
ცისფერ შუქზე ბავშვები უფრო გონიერები ხდებიან
გერმანიის რამდენიმე სკოლაში მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. საკლასო ოთახები ცისფერი შუქით გაანათეს, ბავშვებს წიგნის წაკითხვა, შემდეგ კი წაკითხულის მოყოლა სთხოვეს.

აღმოჩნდა, რომ ცისფერმა შუქმა პატარების ტვინის მუშაობის პროცესზე იმდენად დადებითი გავლენა იქონია და იგი ისე გააქტიურა, რომ კითხვის სისწრაფე 30%–ით გაიზარდა, წაკითხულის დამახსოვრების შესაძლებლობა კი 50%–ით გაუმჯობესდა.

ოქროსფერთმიანმა ბიჭუნამ მთელი ბრიტანეთის ყურადღება მიიქცია
ერთ–ერთმა ბრიტანულმა ინტერნეტ პორტალმა 5 წლის რიან კარტერის ფოტოების გამოაქვეყნებით მთელი ქვეყანა აალაპარაკა. საქმე ისაა, რომ ბიჭუნას ოქროსფერი თმა წელამდე სწვდება, რადგან არასდროს შეუჭრია იგი. ქუჩაში სეირნობისას გრძელი თმის გამო რიანი ყოველთვის გოგო ჰგონიათ.

ბავშვის დედის ლიან სმიტის თქმით, თავიდან ბიჭუნას გამვლელების ემოციებზე რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სკოლაში დაიწყო სიარული და დაცინვის ობიექტი გახდა, საპარიკმახეროში წაყვანა მოითხოვა. დედას შვილის ულამაზესი თმა შესაჭრელად არ ემეტება, მაგრამ გულს იმით იმშვიდებს, რომ ოქროსფერ კულულებს სიმსივნით დაავადებულ ბავშთა ცენტრს გადასცემენ, სადაც მისგან რომელიმე პატარასთვის პარიკს გააკეთებენ.

ჩინეთში შესაძლოა ახალი ტიპის ადამიანის ნაწილები აღმოაჩინეს
ჩინეთში პალეონტოლოგებმა შესაძლოა აქამდე უცნობი ადამიანის ტიპის ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" წერს. აღმოჩენილი ადამიანი ჩინეთში 11-14 ათასი წლის წინ ცხოვრობდა.

არქეოლოგებმა სულ 5 ინდივიდის ძვლებს მიაგნეს. აქედან სამი მათგანი ჯერ კიდევ 1989 წელს სიუნნანის პროვინციაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვნეს . მოგვიანებით, კიდევ ერთი ჩონჩხი აღმოჩნდა გუანსის ავტონომიურ რაიონში სოფელ ლუნლინთან.

ჟურნალ PLoS One-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, პალეონტოლოგები წერენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ აღმოჩენილი ნაწილები ნამდვილად ადამიანის უცნობ სახეობას ეკთვნის.

მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დარენ კანრო წერს, რომ კლასიფიკაციის პრობლემა ნაწილობრივ იმაშიც მდგომარეობს, რომ „ადამიანის არსებული სახეობის ანუ Homo sapiens-ის საყოველთაოდ მიღებული ბიოლოგიური განსაზღვრება არ არსებობს".

აღმოჩენილი ჩონჩხების თავის ქალა და კბილები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რაც იძლევა საფუძველს იმის ვარაუდისთვის, რომ საქმე ეხება ერთსადაიმავე პოპულაციას.

თუმცა, აღმოჩენილი ძვლები უჩვეულოა- თავის ქალას ერთი ნაწილი შედგება ისეთი ელემენტებისგან, რომელთა ნაწილიც ფორმის მიხედვით ემთხვევა თანამედროვე ადამიანის ძვლებს, ხოლო მეორე ნაწილი თავისი მოყვანილობით წააგავს Homo-ს ჯგუფის გვიანდელი ადამიანების თავის ქალას.

გამოქვაბულში ნაპოვნი ადამიანების თავის ქალა მომრგვალებული და სქელია. ამ ტიპის ადამიანებს ბრტყელი ცხვირი, ხოლო ქვედა ყბა წინ გამოწეული ჰქონდათ. მიუხედავად გამოწეული ყბისა, აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ თანამედროვე ადამიანის მსგავსი ნიკაპი.

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს რომ აღმოჩენილი ჩონჩხები ჰიბრიდული ადამიანის ნიმუშებია, რომელიც "ჰომოს” ტიპის ადამიანთა განსხვავებული დაჯგუფებების სისხლის აღრევის შემდეგ ჩამოყალიბდა.

ალბინოსების ყველაზე დიდი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს

ინდოეთის ქალაქ დელიში მსოფლიოში ალბინოსების ყველაზე დიდი ოჯახი ცხოვრობს. 50 წლის როზეტური პულანსა და მის 45 წლის მეუღლეს მანის 3 ვაჟი: 25 წლის ვიჯაი, 24 წლის შანკარი და 19 წლის რამკიშანი და 2 ქალიშვილი: 21 წლის დიპა და 18 წლის პუჯეი ჰყავთ. ოჯახის თითოეული წევრი 100%–იანი ალბინოსია. ისინი, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი გარეგნობით ამაყობენ, მაგრამ ქუჩაში დიდხანს მაინც არ ჩერდებიან. საქმე ისაა, რომ ალბინოსობის გამო პულანები ახლომხედველები არიან, გარდა ამისა აქვთ ძალიან მგრძნობიერე კანი და მზიან ამინდში გარეთ დიდხანს ყოფნას ერიდებიან.

გერმანიაში ილუზიონისტებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს
გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში ილუზიონისტების საზოგადოების „Magischer Zirkel"-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეციალური შოუ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, რადგან მასში 106 ილუზიონისტმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებს შორის იყვნენ გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და ესპანეთის წარმომადგენლები, მათ შორის სამი მსოფლიო ჩემპიონი, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ. თითოეული ილუზიონისტი მაყურებლის წინაშე 65 წამიანი ინდივიდუალური და სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პროგრამით გამოდიოდა.

კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 824 | დაამატა: balu | ტეგები: საინტერესო ამბები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.