Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » საინტერესო სპორტული ფაქტები
6:50 PM
საინტერესო სპორტული ფაქტები
1. ყველაზე მეტი ქულა,რაც "კალათბურთის" ისტორიაში ოდესმე ერთ მატჩში დაფიქსირებულა გახლავთ,1983 წლის 13 დეკემბერს შემდგარი მატჩი: "Denver Nuggets"-სა და "Detroit Pistons" შორის გამართული შეხვედრა,რომელიც 186:184 დასრულდა,დენვერის სასარგებლოდ.მატჩის ძირითადი დრო 145:145 დასრულდა და ორი ოვერტაიმის შედეგად საბოლოო ჯამში,ერთ მატჩში სარეკორდო მაჩვენებელი 370 ქულა დაფიქსირდა.
2. საერთაშორისო საკალათბურთო მატჩებში,ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1982 წლის "აზიის თამაშების" დროს ნიუ-დელიში ინდოეთი),რა დროსაც ერთმანეთს შეხვდნენ: იემენისა და ერაყის საკალათბურთო ნაკრებები.მათ შორის მატჩი 251:33 დასრულდა იემენის საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებით.
3. ყველაზე დიდი ტალღა,რომელიც ოდესმე დაუპყრია "სერფერს",გახლავთ გამოჩენილი ამერიკელი სერფერი - გარეტ მაკნამარა,რომელმაც 2011 წლის ნოემბერში,პორტუგალიის,პრაია-დუ-ნორტის პლაჟის სანაპიროზე "ატლანტის ოკეანის" 24 მეტრიანი ტალღა "დაიმორჩილა".შემდგომში მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა,რომ ასეთი სირთულის ტალღა მას არასოდეს დაუპყრია.
4. ყველაზე დიდი "იპოდრომი",რაც დღემდე აგებულა,გახლავთ 2010 წლის იანვარში,არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში,კერძოდ ქალაქ დუბაიში გახსნილი: "Meydan Racecourse"-ს იპოდრომი,რომლის საერთო ფართობი შეადგენს 6,2 მილიონ კვადრატულ მეტრს.მისი ტრიბუნები 20 000 ადამიანს იტევს და მისი "სადოღო მარშრუტის" სიგრძე 2 400 მეტრს შეადგენს.აღსანიშნავია,რომ მას ასევე გააჩნია მეორე ყველა ამინდისათვის გამოსადეგი ტრასა,რომლის სიგრძე 1 750 მეტრია.
5. ყველაზე ძლიერი საფეხბურთო დარტყმა,რომელიც ოდესმე ამ სპორტის სახეობაში დაფიქსირებულა გახლავთ 2006 წლის 26 იანვარს,პორტუგალიის ჩემპიონატში "ნავალის" წინააღმდეგ მატჩში დაფიქსირებული,დარტყმა "სპორტინგის" ბრაზილიელი ლეგიონერის - რონი ჰებერსონისა,რომლის საჯარიმო დარტყმის ძალამაც,მატჩის 88 წუთზე - 210,9 კილომეტრ საათი შეადგინა.
ნანახია: 862 | დაამატა: balu | ტეგები: saintereso sportuli paqtebi, საინტერესო სპორტული ფაქტები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.