Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » სახელწოდება "ავღანელების" წარმომავლობის ისტორიიდან
2:09 PM
სახელწოდება "ავღანელების" წარმომავლობის ისტორიიდან
"ავღანელები" - ეს გახლავთ ალტერნატიული სახელწოდება ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი "პუშტუნი" ხალხისა,რომლებიც ერთ-ერთი უდიდესი ეთნიკური ჯგუფია ქვეყანაში (დღევანდელი მონაცემებით 39-42 %).თავად ტერმინი "ავღანელები",მათ მიმართ გამოიყენება ჯერ კიდევ ქვეყნის ისლამიზაციის პერიოდიდან.ზოგიერთი ისტორიკოსისა და მეცნიერის ვარაუდით,სიტყვა "ავღანელი" თავდაპირველად,ოფიციალურად მოხსენიებულ იქნა 982 წელს.ცნობილი მაროკოელი (არაბი) მოგზაური და მეცნიერი იბნ ბატუტა 1333 წელს იმყოფებოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში და ამ ფაქტის შესახებ,თავის დღიურში ჩაწერა:
"ჩვენ ვიმოგზაურეთ ქაბულში,რომელიც ერთ-ერთ უდიდესს ქალაქს წარმოადგენდა ადრეულ საუკუნეებში.აქ ცხოვრობენ სპარსები,რომლებიც საკუთარ თავს ავღანელებს უწოდებენ".
საყოველთაოდ ცნობილ ენციკლოპედია "ირანიკაში" წერია:
"ეთნოლოგიური თვალსაზრისით სიტყვა "ავღანური" ტერმინია,რომელსაც სპარსულ ენაზე პუშტუნები უწოდებდნენ "ავღანეთს".აღნიშნული ტერმინი უფრო გავრცელებულია ქვეყნის გარეთ და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ამავე ქვეყნის ეთნოლოგიურად ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხს - პუშტუნებს.როლებიც ასევე ავღანეთის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფიც გახლავთ".
ამავე ენციკლოპედიაში წერია,რომ:
"სახელწოდება - <Avagana>,გახლავთ ეთნიკური ჯგუფი,რომელიც თავდაპირველად ისტორიაში მოხსენიებულ იქნა ცნობილი ინდოელი ასტრონომის ვარაჰა მიჰირას მიერ ჯერ კიდევ VI საუკუნეში,მისსავე ცნობილ ნაშრომში,სახელწოდებით: <Brihat-samhita>-ში".
აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ ინფორმაციას ამყარებს ტრადიციული პუშტუნური ლიტერატურაც,მაგალითად XVII საუკუნის ცნობილი პუშტუნი პოეტი - ხუშალ-ხანა ხატაკა (რომელიც პუშტუნთა ენაზე წერდა),თავის მიერ დაწერილ შრომებში აღნიშნავს:
"არაბებმა ისევე,როგორც რომაელებმა იციან,რომ: ავღანელები ეს პუშტუნებია და პირიქით: პუშტუნები - ავღანელები".
აღნიშნული ერთიანი ქვეყანა "ავღანეთი"-ს სახელწოდებით,თავდაპირველად 1857 წელს მოიხსენია ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა - ფრიდრიხ ენგელსმა (1820-1895 წლები).1919 წელს,მას შემდეგ რაც იგი აღიარა მსოფლიო თანამეგობრობამ,ამ ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა "ავღანეთი".დიდი ბრიტანეთისაგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ კი 1923 წლის კონსტიტუციაში ჩაწერილ იქნა,რომ ამ ქვეყანას ოფიციალურად ეწოდება: "ავღანეთი".
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 992 | დაამატა: balu | ტეგები: warmomavlobis shesaxeb, avganelebi, avganelebis warmoshoba, სახელწოდება ავღანელების წარმომავლობ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.