Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » სამუელ ლ. ჯექსონი Samuel L. Jackson
6:56 PM
სამუელ ლ. ჯექსონი Samuel L. Jackson
სამუელ ლეროი ჯექსონი ვაშინგტონში დაიბადა 21 დეკემბერს 1948 წელს. თუმცა ბავშვობა ქალაქ ჩატნუგაში გაატარა, ტენესის შტატში. მამამისმა ოჯახი მიატოვა და შორეულ კანზასში წავიდა, და პატარა სამიუელი დედამ, ბებიამ და ბაბუამ აღზარდა. ჯექსონი მონდომებულად სწავლობდა და მალევე მორქაუზის კოლეჯში ჩაირიცხა ატლანტაში არქიტეკტურის ფაკულტეტზე.
ბავშვობიდან სამულეი ენაბლუობას ებრძოდა. ის კოლეჯის ექიმთან დადიოდა, ასევე მუსიკის მასწავლებელთან გაკვეთილებზე. მასწავლებელმა შეაფასა ახალგაზრდა ნიჭი, და მალევე ჯექსონი დრამის ფაკულტეტზე გადაიყვანეს. მანდ მან შექმნა თეატრი «Just Us Theater», რომელიც ძირითადათ შავკანიანი მსახიობებისგან შედგებოდა. თუმცა ოჯახს ნაკლებად სწამდა მისი მსახიობობის. ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ მან მონაწილეობა არ მიიღო რეკლამაში კომპანია «Crystal Hamburgers», რომელიც ფასტ–ფუდის გაყიდვაზე იყო სპეციალიზირებული. სარეკლამო რგოლში ახალგაზრდა ჯექსონი მადიანად ჭამდა ხახვიან ჰამბურგერს. ასე მის ბანკის ანგარიშზე პირველი ფული დაირიცხა, რომელიც მან მსახიობობით მოიპოვა.
საკმაოდ ადრინდელ ასაკში ჯექსონმა საკუთარ თავზე განიცადა, რას ნიშნავს იყო შავკანიანი სამხრეთის შტატში. პარალელურად კინოდან ცხოვრების გამოდილების შეძენასთან ის ხვდებოდა, რას ნიშნავს შავკანიანი იყო თეთრი ადამიანების სამყაროში. არ არის საკვირველი, რომ ამ ბიჭისგან გაიზარდა ასეთი აქტივისტი, რომელიც შავკანიანების უფლებებისთვის იბრძვის. და ეს მოღვაწეობა მას წინ დაუდგა ერთხელაც: 1968 წელს, როდესაც ჯექსონ 20 წელი შეუსრულდა, სტუდენტების მორიგი დემონსტრაციის შემდეგ, მარტინ ლიუტერ კინგის მხარდასაჭერად ის დროებით მორხაუზიდან გარიცხეს. კოლეჯის დამთავრება მან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო. მის დასრულების შემდეგ 1972 წელს მსახიობი ნიუ–იორკში წავა იღბალის საპოვნელად, სადაც მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო სცენაზე, კინოზე და ტელევიზიაზე. პირველი ათწლეულის მანძილზე, რომელიც ჯექსონმა ნიუ–იორკში გაატარა, სამიუელი განსხვავდებოდა ნახევრადმშიერი მსახიობებისგან თავისი დისციპლინით, აღზრდილობით, ასევე იმით, რომ ის ნიუ–იორკის შექსპირის ფესტევალზე გამოდიოდა. მოგვიანებით ის ბილი კოსბის რეპეტივიებში მონაწილეობდა, ასევე რამოდენიმე როლი ითამაშა ტელევიზიაზე.
პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა ჯექსონისთვის 1981 წელს მოხდა, როდესაც დადგმაში 'ჯარისკაცის ისტორია', რომელშიც ის თამაშობდა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიულმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ შეამჩნია. მასაც მორხაუზი ჰქონდა დამთავრებული. ლის და ჯექსონის შეხვედრამ ხანგრძლივ პროფესიონალურ თანამშრომლობას დაუდო საფუძველი.
დიდი ხნის მანძილზე სამიუელი სამართებელის პირზე დადიოდა. მისი ნიჭი აშკარად ჩანდა, ყველა მისი მეგობარი და პარტნიორი ჯექსონში დიდ პოტენციალს ხედავდა, თუმცა თავისი კინოს კარიერის წინსვლის გზაზე დადგა მისი მიდრეკილება სასმელის და სხვადასხვა სტიმულატორების მიმართ. მთელი 80–ნი წლსბია თწლეულის განმავლობაში ჯექსონი უკანასკნელი ნარკომანი–ალკოჰოლიკი იყო, და არავის სჯეროდა, რომ ის მოახერხებს ამ საშინელებიდან თავის დაღწევას.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ჯექსონისთვის გახდა მთავარი როლის დაკარგვა ბროდვეის ავგუსტ ვილსონის მიუზიკლში 'ორი მატარებლის სირბილი', რადგანაც, როდესაც მან მიიღო ეს როლი, მაყურებლების წინ 'წითელი თვალებით და ლუდს სუნით' წარსდგა. როდესაც ის მიხვდა, რომ დაკარგა შესანიშნავი კარიერის შესაძლებლობა, ჯექსონმა დაიწყო ბრძოლა კოკაინის და სასმელის მიდრეკილებასთან. მიახლოვებით 1988 წლიდან ჯექსონის კარიერა გამოსწორების გზაზე დადგება. იგივე სპაიკ ლი ნელნელა შეიყვანს მსახიობს თავის ფილმებში. იმ როლებმა ჯექსონი ცნობილად არ აქციეს, თმცა თავი კალაპოტში აგრძნობინეს.
რაც საკვირველი არ უნდა იყოს, ჯექსნის პირველი ღირსეული როლი გახდა უესლი სნაიფსის ნარკომანი ძმის შესრულება სპაიკ ლის ფილმში 'ჯუნგლების ციებ–ცხელება'. მან მაშნათვე გადაიყვანა ჯექსონი ახალ, ბევრად უფრო მაღალ დონეზე. მისი თამაში იმდედან დამაჯერებელი იყო, რომ კანის ფესტივალის ჟიურიმ ის დააჯილდოვა, როგორც მეორე პლანის საუკეთესო მსახიობი – ასეთი წარმატება მას წარსულში არასოდეს უნახავს. ამ ფილმში ჯექსონს მოუწია პრაქტიკულად თავისი თავი ახლო წარსულიდან ეთამაშა. ამიტომაც იმდენა დამაჯერებლად იმოქმედა მისმა თამაშმა.
სამსახიობო გზის 19 წელიწადში ჯექსონმა ბოლოს და ბოლოს შეძლო გამოჩენა. ის გახდა მსახიობი, რომელიც შეამჩნიეს. ასე მის კარიერაში მეორე ეტაპი დაიწყო. ფილმები ერთი მეორეს მიყვებოდა, თუმცა ამ ნაკადს ახალ მწვერვალებთან არ მიუყვანია. ყველაფერი იმასთან მიდიოდა, რომ ჯექსონი პუბლიკის თვალებში თავს დაიმახსოვრებს, როგორც 'ფონის შემქმნელი' მსახიობი. ამ დროისთვის, ის უკვე 40 წელს გადასცდა. ასეთ ასაკში ვარსკვლავებად ერთეულები იქცევა. მაგრამ მან მოახერხა ამ რჩეულების სია შეევსო! 1994 წლამდე, როდესაც კვენტინ ტარანტინომ ეკრანებზე 'Pulp Fiction' გამოუშვა, ჯექსონს და მის კინოკარიერას ნამდვილად წარმატება აკლდა. თუმცა, როდესაც ის ტარანტინოს შეხვდა, მან მალევე ამ ფილმში ერთერთი მნიშვნელოვანი როლი მიიღო – განგსტერი ჯულსის, მეორეში კი – ბიბლია, რომელიც თავის ირგვლის სიკვდილს თესავს. სამუელ ლ.ჯექსონმა და ჯონ ტრავოლტამ ფილმში 'Pulp Fiction' საუკეთესო დუეტი შეადგინეს მსოფლიო კინოს ისტორიაში. ტარანტინოს ფილმებში მონაწილეობის შემდეგ ჯექსონი საკუტო ფიგურად აქციეს.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 860 | დაამატა: balu | ტეგები: სამუელ ლ. ჯექსონი Samuel L. Jackson | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.