Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » სამუილ ბლეხმანი - "ფილატელიის შესახებ"
8:15 PM
სამუილ ბლეხმანი - "ფილატელიის შესახებ"
სამუილ ბლეხმანი (1918-1982 წლები) წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფილატელისტს საბჭოთა კავშირისა,რომლის სამარკო კოლექციაც არა მარტო საბჭოთა კავშირში,არამედ მთელს მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი უიშვიათესი და უნიკალური მარკებისაგან შედგებოდა.შესაბამისად იგი მსოფლიოს ფილატელისტთა შორის საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ.მან ფილატელიის მიმართ ინტერესი 17 წლის ასაკში გამოხატა და მას შემდეგ მთელი დარჩენილი ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მარკების შეგროვებას შეალია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მისი გარდაცვალების (1982 წლის 26 ივლისი) შემდეგ ბლეხმანის უნიკალური მარკების კოლექცია უგზო-უკვლოდ გაქრა,თუმცა ინტერპოლის მიერ 2001 წელს აღმოჩენილ იქნა რამდენიმე უნიკალური ეგზემპლარი.ძირითადი მასა მარკებისა კი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.ფილატელიის მიმართ უზომოდ შეყვარებული სამუელ ბლეხმანი ოფიციალურად აცხადებდა:
"ფილატელია - არა მარტო მეცნიერებაა,არა მარტო ხელოვნებაა,არა მარტო კომერციაა,არამედ ნამდვილი ფენომენია ცხოვრებაში,მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და მთელი თავისი ბრწყინვალებით".
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 707 | დაამატა: balu | ტეგები: სამუილ ბლეხმანი - ფილატელიის შესახე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.