Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » საოცარი ფიჭვი
6:00 PM
საოცარი ფიჭვი
სურათზე გამოსახული ფიჭვი,მართლაც უნიკალურ ხეთა რიგს განეკუთვნება.ამის მიზეზი კი გახლავთ ის,რომ მან,მისი არსებობის მანძილზე 3 უზარმაზარ "ცუნამს" გაუძლო და დღესაც განაგრძობს "სიცოცხლეს" (თუმცა გარკვეული პრობლემებით).იგი იაპონიის ქალაქ რიკუძენტაკატაში (ივატეს პრეფექტურა),ხარობს და იაპონელები მის შესანარჩუნებლად უკვე დამცავ ზომებსაც მიმართავენ.ის გადაურჩა 13 მეტრი სიმაღლის ტალღებს,მაშინ როდესაც,აღნიშნულმა "ცუნამმა",გაანადგურა ყოველივე რაც კი მას წინ გადაეღობა; შენობება-ნაგებობები,საცხოვრებელი სახლები და 70 000 ხისაგან შემდგარი ტყე,რომლისგანაც ერთი ხეც კი არ გადარჩენილა.მისი ასაკი 270 წლით განისაზღვრება და გარდა ზემოთ აღნიშნული გამანადგურებელი ცუნამისა,კიდევ ორი ცუნამი "მოინელა".ამ ფაქტების გამო მას იაპონელებმა "იმედის ხეც" კი უწოდეს,რადგან ამ ხალხისათვის იგი ერთგვარ სიმბოლოდ იქცა სიცოცხლის გაგრძელებისა.მისი სიმაღლე 27 მეტრია.ბოლო ცუნამის შედეგად ზღვის წყალმა მისი გახმობის დასაწყისი გამოიწვია,მართალია არა მასიური,თუმცა უკვე შესამჩნევი,რადგან ფესვები საკმაოდ დაუზიანდა.ამის გამო იაპონელებმა გადაწყვიტეს მისი გადარჩენა და დადგენილ იქნა თანხა,რომელიც მის გადასარჩენად უნდა შეგროვდეს.რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს თანხა 2,4 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.შესაბამისად ზემოთ აღნიშნული ქალაქის პრეფექტურაში შეიქნა "ფონდი",რომელიც ამ საოცარი ფიჭვის გადასარჩენად იკრიბება.ქალაქის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მოუწოდა მოსახლეობას,მის შესანარჩუნებლად გაიღონ ფინანსები.როგორც ცნობილია 2011 წელს მომხდარ საშინელ "ცუნამს",ამომავალი მზის ქვეყანაში - 19 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,ხოლო ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.ამ მიზეზებიდან გამომდინარე "საოცარი ფიჭვის" გადარჩენის ფონდში არა მარტო ადგილობრივები რიცხავენ თანხებს,არამედ მთელი იაპონიის მასშტაბითაც.იაპონელი ხალხისათვის ცუნამის შემდეგ,"საოცარი ფიჭვის ხე"ერთგვარი - აღორძინების,სიცოცხლის შენარჩუნების და იმედის სიმბოლოდ იქცა,რომლის გადასარჩენადაც ისინი თანხებს დღემდე აგროვებენ.უკვე მის შესანარჩუნებლად სამუშაოებიც დაწყებულია,რომლის ფოტოსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 736 | დაამატა: balu | ტეგები: saocreba, saocari, საოცარი ფიჭვი, lamazi pichvi, saocari fichvi, saocari pichvi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.