Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » საფეხბურთო ბურთის ისტორია
5:43 PM
საფეხბურთო ბურთის ისტორია
1. 1930 წლის მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე,რომელიც ურუგვაიში იმართებოდა,ფინალურ მატჩზე,სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები უპირისპირდებოდნენ,დიდი დავა გაიმართა მოწინააღმდეგე გუნდებს შორის იმის თაობაზე თუ რომელი ქვეყნის ბურთით ეთამაშათ ფინალი.საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ,რომ პირველი ტაიმი არგენტინული ბურთით ეთამაშათ,ხოლო მეორე ტაიმი ურუგვაული ბურთით.არგენტინელებმა 2:1 მოიგეს კიდეც პირველი ტაიმი თავისივე ბურთით,მეორე ტაიმში არგენტინული ბურთი ურუგვაულმა ბურთმა შეცვალა და საბოლოო ჯამში გამარჯვება ურუგვაის ნაკრებს დარჩა 4:2 და მსოფლიო ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი მოევლინა საფეხბურთო სამყაროს.
2. 1872 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც დაწესდა სტანდარტები საფეხბურთო ბურთისა.მისი დიმაეტრი 68-71 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო,წონა კი 368-425 გრამი,საინტერესოა,რომ ბურთის ზომები დღემდე არ შეცვლილა,ხოლო წონა კი 1937 წელს შეიცვალა და 410 გრამიდან 425 გრამამდე შეიცვალა.მას შემდეგ საფეხბურთო ბურთის ზომები და წონა აღარასოდეს შეცვლილა.
3. 1970 წლიდან ყველა მსოფლიო ჩემპიონატი "ადიდასის" ფირმის ბურთით იმართება და ყოველ ახალ ჩემპიონატზე "ადიდასი" სრულიად ახალ ბურთს წარმოადგენს,რომელთაც შესაბამის სახელებსაც უწოდებენ.
4. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ნათამაშევი ბურთი,სადაც ესპანეთმა მოიპოვა ჩემპიონობა,აუქციონზე 78808 დოლარად იქნა გაყიდული.
5. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მსოფლიოში საფეხბურთო ბურთის 80%-ს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პაკისტანი აწარმოებს,მათ შორის უმრავლესობას პაკისტანური ქალაქი სიიალკოტი.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 850 | დაამატა: balu | ტეგები: safexburto burtis istoria, საფეხბურთო ბურთის ისტორია, burtis istoria | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.