9:11 PM სასახლის კავალერია | |
"სასახლის კავალერია" - ინგლისურ ენაზე "Household Cavalry",წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის არმიის გვარდიულ კავალერიას.აღნიშნული კავალერია შექმნილ იქნა 1661 წელს,დიდი ბრიტანეთის მეფის - ჩარლზ II სტიუარტის (1630-1685 წლები),ბრძანების საფუძველზე და ისტორიულად იგი შედგება ორი პოლკისაგან - the Life Guards და the Blues and Royals.დღესდღეობით მას აკისრია ორი ფუნქცია: საცხენოსნო პოლკი (განთავსებულია ლონდონის ჰაიდ-პარკის რაიონში),რომელიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ცერემონიალებში და ჯავშანსატანკო-სადაზვერვო პოლკი,რომელთაც შეიარაღებაში გააჩნიათ Combat Vehikle Reconnaissance (Tracked)-ის ტიპის საბრძოლო მანქანები,რომლებიც განთავსებულია ქალაქ უინძორში (ბერკშირის საგრაფო). Household Cavarly Mounted Regiment - ჩამოყალიბებულ იქნა 1946 წელს და შედგება ორი ესკადრონისაგან,რომელთაც 250 საუკეთესო ჯიშის ცხენი ჰყავს.1982 წლის 20 ივლისს,"ირას" არმიის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულ იქნა ამ პოლკის 4 მოსამსახურე და 7 ცხენი. Household Cavarly Regiment - ჩამოყალიბებულ იქნა 1992 წელს და ისიც შედგება ორი ესკადრონისაგან.აღნიშნულმა პოლკმა მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო მისიებში - ბოსნიასა და კოსოვოში.გარდა ამისა,მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის ოპერაციებში. "სასახლის კავალერია"-ში სამხედრო წოდებები სხვა საჯარისო შენაერთების წოდებებისაგან განსხვავებულია.მათ რიგებში არ არიან სერჟანტები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მათ რიგებში სამსახური დიდი პატივია და მასში ირიცხებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც არიან: პრინცი ჰარი და დიდი ინგლისელი მომღერალი - ჯეიმზ ბლანტი. "სასახლის კავალერია" მუდმივად იღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის სამეფო და სახელმწიფო ღონისძიებებში,რასაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს და ერთობ პოპულარულიც არიან არა მარტო ინგლისში,არამედ მთელს მსოფლიოშიც კი. | |
|