Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » სეპტიმიუს ბასიანუს კარაკალა - "ეპიზოდი"
5:43 PM
სეპტიმიუს ბასიანუს კარაკალა - "ეპიზოდი"
რომის იმპერატორმა 211-217 წლებში - სეპტიმიუს ბასიანუს კარაკალამ (188-217 წლები),რომელიც თავისი უხიაგი და საშინელი ხასიათით გამოირჩეოდა,მამის - ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის,გარდაცველების შემდგომ,საკუთარი ძმასთან - პუბლიუს სეპტიმიუს გეტასთან,დიდი კონფლიქტი შეექმნა,საიმპერატორო ტახტის ხელში ჩაგდებისათვის.ამ მიზეზის გამო კარაკალამ გადაწყვიტა მისი თავიდან ჩამოცილება.რის შემდგომაც ცბიერებით განთქმულმა კარაკალამ დედას სთხოვა,რომ საკუთარ ძმასთან შესარიგებლად შეხვედრა მოეწყო.მართლაც 211 წლის 26 დეკემბერს,ძმებს შორის დედის პირად ოთახში მასთან თანდასწრებით,შედგა კარაკალასა და გეტას შეხვედრა,რა დროსაც კარაკალას მიერ ვერაგულად მოკლულ იქნა გეტა და მან სიცოცხლე დედის მკლავებში დაასრულა.როდესაც მას უთხრეს,რომ გარდაცვლილ გეტას მოსახლეობა ღმერთად აღიარებას უპირებდა,მან მიუგო:
"Sit Divus,modo non nivus",რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს: "იყოს ღმერთი,ოღონდ ცოცხალი ნუ იქნება".
ამ მკვლელობით კარაკალამ სრულიად იგდო ხელში რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველობის სადავეები.მის სახელთან ასევე არის დაკავშირებული (პართიაში ლაშქრობისას),ქალაქ არბელაში (ერაყი) პართიელი მეფეების საფლავების გათხრა და მათი ნაშთების შებილწვა-მიმოფანტვა.საბოლოოდ კარაკალამ სიცოცხლე 217 წლის 8 აპრილს,შეთქმულების შედეგად ისე დაასრულა,რომ შთამომავლობა (შვილება) არ დარჩენია.ისტორიაში კი თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთ-ერთმა საშინელმა მმართველმა რომის იმპერიისა.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 939 | დაამატა: balu | ტეგები: სეპტიმიუს ბასიანუს კარაკალა - ეპიზო | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.