3:10 PM შავი ხვრელები,ნეიტრონული ვარსკვლავები,თეთრი ჯუჯები… | |
აღმაფრთოვანებელი ვიდეოკლიპია, მაგრამ საქმე ისაა რომ მხოლოდ აღმაფრთოვანებელია და არა შემეცნებითი, თუმცა მაინც მადლობა ვინმე parabolia-ს. გამოგვადგება მაშ ასე,დავიწყოთ ზოგადად ვარსკვლავებით. არსებობს ბევრი სახის ვარსკვლავი. ზოგი გიგანტი,ზოგი პატარა. ზოგი პატარა შესაძლოა ბევრად დიდზე მეტად ანათებდეს და ასე შემდეგ. გიგანტური და სუსტად მანათობელი ვარსკვლავია, მაგალითად ბეტელჰეიზე.მცირე ზომის და მაღალი ტემპერატურის, კაშკაშა ვარსკვლავია მაგალითად სირიუსი. თეთრი ჯუჯები კი ისეთი მცირე ზომის და მკვრივი ვარსკვლავებია,რომ ვარსკვლავის ერთი კუბური სანტიმეტრი შესაძლოა ათეულობით ტონას იწონიდეს. ვარსკვლავები ასევე განსხვავდებიან ცხოვრების ‘სტილითაც’. სამყაროში რომ ყველაფერი ხან ქრება ხან ჩნდება ამაზე მგონი შევთანხმდებით. ხოლო ვარსკვლავების შემთხვევაში, მათი ცხოვრების დასასრული განსხვავებულია. ეს განსხვავება დამოკიდებულია მათ ზომებზე და რაღა თქმა უნდა დიად გრავიტაციაზე. როგორ მუშაობს ვარსკვლავი? ვარსკვლავში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რომლებიც წვის შედეგად გამოასხივებს დიდ ენერგიას(კომენტარებშ შეიძლება იკითხოთ კოსმოსში ხომ ჰაერი არააო?) .მაგალითად მზე,რომელიც დედამიწაზე ყველა ენერგიის საწყისისა. ბირთვული რეაქციების გამომუშავებული ენერგიის ხარჯზე ხდება ისე,რომ ვარსკვლავი ინარჩუნებს ფორმას და ‘უძლებს’ გრავიტაციას. ანუ გრავიტაციის მოქმედება შეიძლება წარმოიდგინოთ, ვითომდა ფეხბურთის ბურთს აწვებით ყველა მხრიდან. ბურთში ჰაერი(ბირთვული რეაქცია) თუ არ არის დაიჩუტება თუ დავბერავთ გაწონასწორდება და გაიბერება. ასე მარტივადაც არ არის საქმე. რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც ბირთვული საწვავი გამოილევა, გაზის წნევა ხდება ნაკლები გრავიტაციულზე. ამ უკანასკნელის წყალობით ვარსკვლავი იწყებს შეკუმშვას და ბოლოს იმდენად კრიტიკულ,ძალზედ მცირე ზომას მიაღწევს, რომ წამებშ ხდება კოლაფსი,აფეთქება. ძირითადად 3 სახის დასასრული შეიძლება ჰქონდეს ვარსკვლავს. გააჩნია მასებს. თუ ვარსკვლავის მასა მცირეა და არ აღემატება მზის 1/2-ს მაშინ გრავიტაციული ‘დაწოლა’ არ იქნება დიდი და აფეთქება შეიძლება იქნეს შეჩერებული ელექტრონული გაზის წნევით.ასე წარმოიშობა ‘თეთრი ჯუჯის’ რიგის ვარსკვლავები,რამდენიმე ათასი კმ დიამეტრით. შეკუმშვის შეჩერება უზარმაზარი კინეტიკური ენერგიის გარდაქმნას სითბურად. აფეთქება ხდება გარეთ,ანუ გარსი განიტყორცნება სივრცეში.ეს ეგრედწოდებული სუპერნოვას აფეთქებაა. თუ ვარსკვლავის მასა მზის მასის 1,2-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება ორჯერ მზის მასას შეკუმშვა შესაძლოა აღარ შეჩერდეს თეთრი ჯუჯის სტადიაში.ის შემდგომაც იკუმშება და გადაიქცევა ნეიტრონულ ვარსკვლავად. როდესაც ზომები ძალიან მცირდება და დიამეტრი აღწევს ათეულ კილომეტრებს ბირთვები იშლება და ნივთიერება გარდაიქმნება ნეიტრონებად. ვარსკვალავი გადაიქცევა 10-12კმ დიამეტრის და უდიდესი სიმკვრივის მქონე სწრაფად მბრუნავ პატარა ნეიტრონულ ვარსკვლავად. მაგრამ უფრო მეტი სიმკვრივის მქონე ‘ვარსკვლავი’ შავი ხვრელია. თუ ვარსკვლავის მასა 2-ჯერ მეტია მზისაზე, მაშინ გრავიტაციული ძალა იმდენად დიდია,რომ შეკუმშვას ხელს აღარაფერი უშლის. შეკუმშვა ხდება წერტილამდე წამზე ნაკლებ დროში და ხდება სრული აფეთქება. ნივთიერების შეკუმშულობა იმდენად დიდი ხდება, რომ კოლაფსის დროს ცენტრი ვარკვლავისა ითრევს ყველაფერს და ვეღარაფერი აღწევს რადიუსს მიღმა. ჩვენი მზის შემთხვევაში ეს რადიუსი იქნებოდა დაახლოებით 3 კმ. გრავიტაციული მიზიდვა იმდენად დიდია რომ თვით სინათლესაც კი აღარ შეუძლია გამოხწევა.ამიტომ ასეთი ვარსკვლავის დანახვა შეუძლებელია და ამიტომ ეწოდა შავი ხვრელი. ერთი გიგანტური შავი ხვრელი აღმოჩენილია ჩვენი გალაქტიკის ცენტრშიც. შავი ხვრელების დანახვა პრინციპულად შეუძლებელია და ასეც არის მაგრამ ერთ კანონზომიერების მიხედვით შავ ხვრელსაც გააჩნია მასა რის გამოც აქვს ტემპერატურა,ხოლო ტემპერატურის გამო ხდება მისი აორთქლება, ადრე თუ გვიან… | |
|