Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » შავი მამბა
6:48 PM
შავი მამბა
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: მამბები
სახეობა: შავი მამბა
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 4.5 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
სიცოცხლის ხანგრძლოვობა: 14 წელი ან უფრო მეტი
გავრცელების არეალი: შავი მამბა ბინადრობს აფრიკის კონტინენტზე და წარმოადგენს ყველაზე შხამიან და ასევე ყველაზე გრძელ გველს აფრიკაში.
საბინადრო გარემო: შავი მამბა ადაპტირებულია მრავალფეროვან ადგილებში საბინადროდ. იგი გვხდება ტყეებში, სავანაში, ფერმებში, ქვიან ადგილებში, ნესტიან ჭაობებში, ბალახოვან ადგილებში. ეს გველი უპირატესობას ანიჭებს მშრალ ადგილებს. შავი მამბები ხშირად იყენებენ მიტოვებულ სოროებს და ფშუტურა ხეებს მათ თავშესაფრად.
გარეგნული აღწერილობა: გარეგნულად იგი გრძელი და ნაცრისფერია (ხანდახან მოყავისფრო, მომწვანო-მოყავსიფრო, მოშავო-მოყავსიფრო). ახალგაზრდები უფრო ღია ფერისანი არიან. თვალები აქვს მუქი ყავისფერი ან შავი. პირი შავი აქვს, რის გამოც შეარქვეს შავი მამბა. გარეგნული განსხვავება არ არის სქესებს შორის არც ფერში, არც ტანის ზომაში. ტანით ყველაზე გრძელი და შხამიანი გველია სამეფო კობრას შემდეგ. შავი მამბა რაც უფრო შედის ასაკში მით უფრო მუქი ფერის უხდება ტანი.
საკვები: ძირითადად იკვებება ფრინველებით, პატარა ზომის ძუძუმწოვრებით (თაგვები, ვირთხები, ციყვები, ღამურები...) ხანდახან სხვა გველებითაც (ყვითელი კობრა , პაფ ედერი . ნადირობისას მისრიალებს თავ აწეული და ეძებს მის მსხვერპლს. როცა მსხვერპლი აღმოჩენილია, შავი მამბა შეშდება, რასაც მალევე მოყვება სწრაფი შეტევები კბენის სახით მის მსხვერპლზე, რომელიც კლავს მას სწრაფად. თუ მისი მსხვერპლი ახერხებს გაქცევას, შავი მამბა მას ედევნება და დროგამოშვებით კვლავ კბენს მას. დიდ ნადავლს კბენის შემდეგ უშვებს, პატარას კი მაგალითად როგორებიც არიან ვირთხები ან ჩიტები არ უშვებს პირს იქამდე სანამ მათი კუნთები არ შეწყვეტენ მოძრაობას.
გამრავლება: შავი მამბები მრავლდებიან მხოლოდ ერთხელ წელიწადში. მამრები ეძებენ მდედრებს მათი სპეციფიური სუნის კვალზე. მამრები ებრძვიან ერთმანეთს მდედრებისთვის. ოპონენტები ცდილობენ ერთმანეთს დააგდებინონ თავები მიწაზე. ჩხუბი ჩვეულებისამებრ გრძელდება რამოდენიმე წუთი, ხანდახან საათიც. გარდა სქესობრივი აქტისა მამრები და მდედრები ერთმანეთთან არ შედიან კონტაქტში. მდედრები დებენ მიახლოებით 15-25-მდე კვერცს, რომელსაც კარგად მალავენ და აგრესიულად იცავენ. კვერცხების ინკუბაციის დრო არის 60 დღე. პატარები იჩეკებიან 50 სმ. და დაბადებიან არიან აბსოლიტურად დამოუკიდებლები. შხამი მათაც ისეთივე აქვთ, უბრალოდ იმდენს ვერ აწვდიან კბენისას რამდენსაც ზრდასრული შავი მამბები.
ცხოვრების წესი და ქცევა: შავი მამბა არის დღის გველი. აფრიკის მაცხოვრებლებს არცერთი გველის არ ეშინიათ ისე როგორც შავი მამბასი. დამუქრებისას იგი კუდზე დაყრდნობით ტანს მაღლა წევს (შეუძლია ტანის მესამედი ჰაერში აწიოს), აღებს მის შავ პირს და ხმამაღლა სისინებს. ასევე ამ მომენტში მას ოდნავ შეუძლია გაშალოს "კაპიუშონი”. ეს გველი გამოირჩევა მისი აგრესიული ხასიათით და თავის მტერს ჩვეულებისამებრ არ აფრთხილებს – პირდაპირ გადადის შეტევაზე. თუ გველგესლები იკბინებიან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (ან იმ შემთხვევაში თუ ისინი თვლიან მას უკიდურესად), მამბები არც კი ყოყმანობენ ისე უშვებენ კბილებს საკბენად მსხვერპლისკენ. უნდა აღინიშნოს რომ ეს გველი ყველაზე სწრაფი გველია დედამიწაზე. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ შავი მამბა ანვითარებს 11,3 კილომეტრს საათში. ტრიალ მინდორზე მისგან გაქცევა არც ისე ადვილია, ხოლო ოღრო-ჩოღრო ადგილას მისთვის ადამიანის დაწევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა შავი მამბა უბრალოდ ისე ადამიანებს არ მისდევს, მაგრამ თუ იგი განრისხდა და განრისხებით ის შეიძლება სულ უბრალო მიზეზის გამოც კი განრისხდეს, მაშინ ის გადადის შეტევაზე და მისდევს კიდევაც გაქცეულ ადამიანს, რასაც გველების უმეტესობა ძალიან იშვიათად შვრება. შავი მამბა ნადირობს როგორც ხმელეთზე ასევე ხეებზეც. მისი ტოტებზე შემჩნევა ძალზედ რთულია, ხოლო თუ იგი ახლოსაა თქვენთან, ასეთ მომენტში შავ მამბას მიაჩნია რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. შავ მამბას შეუძლია გამოავლინოს წარმოუდგენელი შეუპოვრობა, უშიშრობა და აგრესიულობა თუ იგი მომწყვდეულია კუთხეში. დაფიქსირებულია შემთხვევბი, როცა შავ მამბას მოუკლავს ლომები, აფთრები, ლეოპარდები და სხვა დიდი მტაცებლები რათა დაეცვა მისი ტერიტორია, კვერხები ან ნადავლი. როგორც ასეთი მტრები, ბუნებაში არ ყავს. იყო შემთხვევა, როცა ბაღში ძაღლმა შენიშნა შავი მამბა და გადაწყვიტა შეეტია მისთვის, რის გამოც გველმა იგი დაკბინა, ასევე სხვა ძაღლებიც არ დაინდო ვინც კი გზაზე გადაეყარა. საბოლოო ჯამში 4 ძაღლი გამოასალმა სიცოცხლეს.
შხამი: შავი მამბის შხამი ძალიან ძლიერია და ასევე ყველაზე სწრაფად მოქმედი შხამია სხვა შხამიანი გველების შხამებთან შედარებით. მას შეუძლია თაგვი მოკლას 4,5 წუთში. მამბის მაღალტოქსიკური შხამი შეიცავს სხვადასხვა ნეიროტოქსინებს და კარდიოტოქსინებს, მათ შორის კალცისეპტინს – L-ტიპის კანალების კალციების ბლოკატორს. თუმცა შავი მამბის შხამის ძირითადი კომპონენტი არის – დენდროტოქსინები. მის შხამს გააჩნია ნერვულ-პარალიზებადი თვისებები (მსხვერპლი იგუდება). ყველაზე საშიშია ნაკბენი ვენაში, რადგანაც სასწრაფო დახმარებისთვის რჩება სულ რაღაც წუთები. ერთ კბენაზე გველს შეყავს 400 მლ. შხამი, ხოლო ადამიანისთვის სასიკვდილო დოზას წარმოადგენს 10-15 მლ. სასწრაფო დახმარების ჩარევის გარეშე ადამიანს ამ გველის ნაკბენისგან 100% გარანტირებული აქვს წამებით სიკვდილი. მისი ნაკბენის შემდეგ ადამიანს ძალიან ცოტა დრო რჩება გადასარჩენად (გააჩნია რა ადგილას არის ნაკბენი. მაგალითად თითში კბენისას 4 საათი, ხოლო სახეზე კბენისას მაქს. 20 წუთი. ამ გველის შხამი არის – ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი ეფექტური შხამი, ის მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და იწვევს პარალიჩს. 2006 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს ტესტი კენიაში რათა მოეხდინათ ილუსტრირება თუ რამდენად ძლიერია ამ გველის შხამი და მოზრდილი სპილო სახელად "ელეონორი” მიუშვეს შავ მამბასთან. ელეონორი დავარდა და მოკვდა გველის ნაკბენისგან, მეცნიერებმა იგი ვერ გადაარჩინეს. მის ნაკბენს ხშირად უწოდებენ "სიკვდილის კოცნას”. კბენის შემდეგ ვლინდება სიმპტომები: თავბრუსხვევა, თვლემა, ხველება, სუნთქვის გაუარესება, გადაჭარბებული ნერწყვდენა, გულისრევა, ციებ-ცხელება, ძლიერი მუცლის ტკივილი, კრუნჩხვები და ცვალებადი გულისცემა, შოკი, გონების დაკარგვა და სხვა. სტატიის დასრულებისას ქვემოთ მივაწვდი მკითხველს მონაყოლს ადამიანისა, რომელმსაც უკბინა შავმა მამბამ. ეს ადამიანი არის გველების სპეციალისტი, თუმცა შეცდომები ყველგან ხდება. პირველი მთავარი წესი როცა გველს იჭერ არის: არასდროს დაიხმარო ადამიანი ვისაც არ გაეგება არაფერი გველებთან ურთიერთობის.
"პირველი რაც ვიგრძენი (კბენიდან 30 წამის შემდეგ) იყო წვის შეგრძნება, რამეთუ ძლიერმა ნეიროტოქსინებმა დაიწყეს მოქმედება. 2 წუთის შემდეგ წვის შეგრძნება მომედო მთელს ხელზე. ნაკბენი ზომიერად შემიშუპდა და შეხებისას მტკიოდა, თუმცა ეს უფრო იყო ტკივილი ფიზიკური ნაკბენით გამოწვეული ვიდრე თვითონ შხამით. 8 წუთის შემდეგ დამეწყო ნერწვის და ოფლის გამოყოფა გაძლიერებულად. 10 წუთის შემდეგ ვიგრძენი სპილენძის გემო პირში. ნაკბენიდან 12 წუთის შემდეგ მომევლინა თვლემა. ძნელი გახდა თვალების გახელილად დატოვება. ისეთი შეგძრნება მქონდა თითქოს თვალებზე მძიმე აგურები მედო, რომლებიც გახელის საშუალებას არ მაძლევდნენ. 15 წუთის შემდეგ წონასწორობის შეგძნება დავკარგე, თუმცა სიარული მაინც შემეძლო. ამ დროისთვის მოვიდა დახმარება. 20 წუთის შემდეგ დავკარგე ჩემს სხეულზე კონტროლი და დამეწყო შარდის და ფეკალიების გამოყოფა ორგანიზმიდან. ამ ყველაფერს მოყვა მკერდის არეაში ტკივილის შეგრძნება, თითქოს ზემოდან სუმოისტი მეჯდა. 25 წუთის შემდეგ დამეწყო დისორიენტაცია და ჰალუცინაციები. 30 წუთის შემდეგ მოხდა ჩემი პარალიზება. ვერ დავდივარ, მიუხედავად რომ ჯერ კიდევ გონებაზე ვარ, ვეღარ ვპასუხობ, ჩემი პასუხები და ლაპარაკი არის ნელი. 40 წუთის შემდეგ ვგრძნობ ძალიან ძლიერ ტკივილს. ვიწყებ კანკალს და მეწყება კუნთების. 45 წუთის შემდეგ მიჭირს სუნთქვა…"
საბედნიეროდ სასწრაფო დახმარების დროულად ჩარევამ გადაარჩინა ეს ადამიანი
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1820 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: შავი მამბა, black mamba, shavi mamba | რეიტინგი: 2.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.