Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 26 » შენი გაკეთებული შენვე დაგიბრუნდება
6:06 PM
შენი გაკეთებული შენვე დაგიბრუნდება
მეოცე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო , მაგრამ ყოველი მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.

გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა მას. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად მოახერხა თავი დაეღწია ჭაობიდან. გლეხმა გამოიყვანა ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რომელიც კარგა დიდხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. გლეხმა შესთავაზა ბავშვს-”წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი და გათბი”, მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო- ” არა მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს” , უთხრა ბავშვმა, მადლიერებით შეხედა თვალებში ფერმერს და გაიქცა…

მეორე დღეს ფერმერმა დაინახა, რომ მის სახლს მიადგა მდიდრული ეტლი, რომელზედაც ჯიშიანი ცხენები იყვნენ გამობმული. ეტლიდან გადმოვიდა მდიდრულად ჩაცმული ჯელტმენი და იკითხა:
-თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?
-დიახ-უპასუხა გლეხმა.
-რამდენი გადაგიხადოთ?
-არაფერი, მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.
-არა მე არ შემიძლია ეს ასე უბრალოდ დავტოვო, ჩემი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მითხარით რამდნიც გნებავთ – არ ეშვებოდა მდიდარი ჯელტმენი.
-მე აღარ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ – უპასუხა გლეხმა და გაბრუნდა, რომ წასულიყო, მაგრამ ამ დროს სახლიდან გამოიქცა პატარა ბიჭი.
- ეს თქვენი შვილია? – იკითხა მდიდარმა სტუმარმა.
-დიახ-ამაყად უპასუხა გლეხმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.
-მოდით, მაში გავაკეთოდ ასე, მე წავიყვან თქვენს შვილს ლონდონში, დავაფინანსებ მის განათლებას. თუ ის ისევე მადლიერია როგორც მისი მამა, მაშინ არც მე და არც თქვენ არ ვინანებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ.

გავიდა რამდენიმე წელი, ფერმერის შვილმა დაამთავრა სკოლა, მედიცინის უნივერსიტეტი და მალე მისი სახელი გაიცნო მთელმა მსოფლიომ, როგორც ადამიანი, რომელმაც გამოიგონა პენიცილინი. მას ერქვა ალექსანდრე ფლემინგი.

ომის დაწყების წინ, ერთერთ მდიდრულ კლინიკაში მოათავსეს სწორედ იმ მდიდარი ჯელტმენის შვილი, ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით და როგორ ფიქრობთ რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე ამჯერად? დიახ პენიცილინმა, რომელიც შექმნა ალექსანდრე ფლამენგმა. ხოლო მდიდარი ჯელტმენი, რომელმაც დააფინანსა მისი განათლება, იყო პანდოლფ ჩერჩილი. ხოლო მის შვილს ერქვა უინსტონ ჩერჩილი, რომელიც შემდგომ გახდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამის გამო, ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა: "შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება”.
კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 883 | დაამატა: balu | ტეგები: შენი გაკეთებული შენვე დაგიბრუნდება | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.