11:07 PM შრი ლანკას კრაიტი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: კრაიტები სახეობა: შრი-ლანკას კრაიტი ქვესახეობები: არსებობს მაქ. ზომა: 90 სმ. შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: შრი-ლანკას კრაიტი არის ენდემური სახეობა შრი-ლანკას კუნძულზე. საკმაოდ გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ მთიან რეგიონებში. დაბლობებზე იშვიათად ჩანს. საბინადრო გარემო: უპირატესობას ანიჭებს ჩამოცვენილ ფოთლებიან ადგილებს ტყეებში, თუმცა ხშირად სტუმრობს ადამიანების საცხოვრებლებსაც სადაც იმალება აგურების ნაპრალებში. მას ასევე შევხდებით სველ მდელოებზე. დღისით უპირატესობას ანიჭებს ნებისმიერ გრილ და ნესტიან სამალავ ადგილებს, ასევე შევხდებით ტერმიტების სოროებში, ქვების ქვეშ, მღრღნელების მიტოევბულ სოროებში. გარეგნული აღწერილობა: შრი-ლანკას კრაიტი არის პატარა და წვრილი გველი. ზრდასრულის საშუალო ზომაა 70 სმ. ხოლო მაქს. ზომა კი - 90 სმ. მისი სხეულის შავ ფონზე განივად გასდევს თეთრი ლენტები. აქვს უჩვეულოდ დიდი ფილტვი, რომელსაც ბერავს ჰაერით გაბრაზების დროს. კუდი საკმაოდ მოკლე აქვს. თვალები შავი ფერისაა მრგვალი გუგებით. ნესტოები ფართოა. დორსალური ქერცლები არის გლუვი და პრიალა კვება: ეს გველი ძირითადად ნადირობს მცირე ზომის ძუძუმწოვრებზე, განსაკუთრებით ვირთხებზე, ასევე ბაყაყებზე და სხვა ქვეწარმავლებზეც, მაგალითად გეკონებზე. ნადავლის მიღებამდე მასში შეყავს შხამის სასიკვდილო დოზა. გამრავლება: ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს მისი რეპროდუქციის შესახებ. ცნობილია, რომ არის კვერცხმდები და როგორც ჩანს მდედრები ინაწილებენ საერთო ბუდეს ან თითო მდედრი დებს კვერცხებს რამოდენიმე ბუდეში, რაც რთულს ხდის კვერცხების რაოდენობის განსაზღვრას თითო მდედრზე. კვერცხები ცილინდრული ფორმისაა მომრგვალებულ დაბოლოებებით და არიან 30მმ. x 17მმ. ზომაში. ცხოვრების წესი და ქცევა: შრი-ლანკას კრაიტები არიან ღამის გველები მშვიდი და გაუბედავი ხასიათით. დღისით ძალიან ნელები და წყნარები არიან. შესაძლებელია მათი ხელში დაჭერის უფლებაც მოგცენ, თუმცა გაღიზიანების დროს ბერავენ მათ ფილტვს და ამით გამოხატავენ მათ სიბრაზეს. რაც შეეხება ღამით, მათ შეუძლიათ განახორციელონ შეტევა ძლიერი პროვოცირების შემდეგ. საფრთხის მოახლოების დროს ისინი მალავენ თავს მათი კუდის გრაგნილში. შხამი: შრი-ლანკას კრაიტის ძლიერ ტოქსიკური შხამი ახდენს შეტევას ადამიანის ნერვულ სისტემაზე და ანადგურებს მას. იგი შედგება როგორც პრე ასევე პოსტ სინაპტიკური ნეიროტოქსინებისგან. დაკბენისას ვლინდება სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, კოლაფსი და კრუნჩხვები... სიკვდილი დგება სასუნთქი სისტემის მოშლის შედეგად. ამიტომ დაკბენისას ადამიანმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გარდაიცვლება 12 საათის განმავლობაში. სამკურნალოდ იყენებენ პოლივალენტის შრატს. დაკბენის ფაქტები: 1993 წლის ნოემბერში, 30 წლის ქალბატონი იქნა დაკბენილი შრი-ლანკას კრაიტის მიერ. დაკბენიდან ერთ საათში განუვითარდა პროგრესული დამბლური სიმპტომები. როცა იგი მიიყვანეს საავადმყოფოში დაკბენიდან 6 საათის შემდეგ ის უკვე იყო ძლიერ მოდუნებული ორმხივი პტოზისით, და ავლენდა ასპირაციული პნევმონიის ნიშნებს. პაციენტმა გამოავლინა ანაფილაქსიური რეაქცია შრატის მიღებაზე და მიუხედავად მკურნალობისა მას შეუჩერდა სუნთქვა და გაუჩერდა გული. ექიმებმა აღუდგინეს გულის მუშაობა, ხოლო სუნთქვისთვის გამოიყენეს მექანიკური ვენტილაცია, თუმცა იგი იმყოფებოდა მძიმე უგონო მდგომარეობაში და გარდაიცვალა 90 საათის შემდეგ დაკბენიდან. | |
|