Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » სიმინდის გველი
8:30 PM
სიმინდის გველი
ოჯახი: ანკარასებრნი
გვარი: Pantherophis
სახეობა: სიმინდის გველი 
მაქს. ზომა: 1.8 მეტრი
ქვესახეობები: არსებობს 
შხამის ხარისხი: უშხამო
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 23 წელი (ტყვეობაში)
გავრცელების არეალი: ჩრდ. ამერიკა.
საბინადრო გარემო: უყვართ დიდი მინდვრები, ტყეების შესასვლელები, ხეები, მიტოვებული შენობები და ფერმები. ჩვეულებრივ ეს გველები მიწაზე ატარებენ დროს, მაგრამ შეუძლიათ ხეებზეც ცოცვა.
გარეგნული აღწერილობა: საშუალოდ იზრდებიან 1.2 მეტრამდე, მაგრამ შეუძლიათ მიაღწიონ 1.8 მეტრსაც. შეიძლება ქონდეთ სხვადასხვაგვარი ფერები და მოხატულობა, მაგრამ ძირითადად დაკრავთ მოწითალო, მოყავისფრო ფერები, სხეულზე ლაქებით, რომლებსაც გააჩნიათ ზღვარები. ველურ ბუნებაში ცხოვრობენ 6 - 8 წლამდე, ტყვეობაში კი შეუძლიათ 23 წლამდეც კი მიაღწიონ.
კვება: კვება მოიცავს ძირითადად მღრღნელებს, თაგვებს, ვირთხებს. ხეებზე შეუძლიათ დაიჭირონ ფრინველებიც და ღამურებიც.
გამრავლება: ეს გველები ძალიან ადვილად მრავლდებიან. პირველ რიგში ისინი ელოდებიან გრილ პერიოდს, რომელსაც ჩვეულებრივ მიაქვს 60 - 90 დღე. ამ პერიოდში ისინი ემზადებიან გასამრავლებლად. გამრავლებას იწყებენ აპრილიდან - ივნისამდე. არიან კვერცხმდებები. დედა დებს 3 - 40-მდე კვერცხს. კვერცხების დადების შემდეგ დედა ტოვებს მათ და აღარ ბრუნდება. მიახლოებით 10 კვირის შემდეგ იჩეკებიან პატარები.
ცხოვრების წესი და ქცევა: არიან ძალიან მორცხვი ხასიათის მქონენი და აქტიურობენ ღამით. საფრთხის მოახლოებისას ახდენენ შეტევას სწრაფად და ვიბრირებენ კუდით. მისი ხმა ჩხრიალა გველისას გავს. ეს არის ერთგვარი მიმიკა, იმისათვის რომ მოატყუოს მტაცებლები და მტრები. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის დროს ისინი აგრესიულები არიან, სხვა შემთხვევბში ეს გველები საკმაოდ მორჩილები არიან.
შხამი: არ გააჩნიათ.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1123 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: სიმინდის გველი, simindis gveli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.