Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » სისხლის ჯგუფები და ხასიათი
6:24 PM
სისხლის ჯგუფები და ხასიათი
ემატოლოგებისა და ფსიქოლოგების კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ადამიანის სასიყვარულო ტემპერამენტი და ხასიათი არა მხოლოდ სისხლში არსებულ ჰორმონებზე, არამედ თავად სისხლის ჯგუფზეც ყოფილა დამოკიდებული


პირველი ჯგუფის მქონე ადამიანები ენერგიულები და გულღიანი არიან. მათ შესაშური ჯანმრთელობა და ნებისყოფა აქვთ. სტრესულ სიტუაციებს ადვილად უმკლავდებიან და დახარჯულ ძალებსაც ადვილად აღიდგენენ. აქვთ

წარმატების მიღწევის კარგი პერსპექტივა და ლიდერობის სურვილი. მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში. თუმცა, ამავე დროს ნაკლოვანებებიც აქვთ: ეჭვიანობა, აჩქარება და უსაზღვრო ამბიციები…

სექსულალურად საკმაოდ აქტიურები არიან. მუდმივად ეძებენ გასაქანს მოზღვავებული ენერგიისათვის ( ). ყველგან და ყველაფერში, მათ შორის, შექსშიც სიახლეებს ესწრაფვიან.

მეორე ჯგუფში საქმე სხვაგვარადაა. ამ ჯგუფს განეკუთვნებიან გულმოდგინე და კეთილსინდისიერი ადამიანები. მათ უყვართ ჰარმონია, სიმშვიდე და წესრიგი. საქმეს არასდროს ღალატობენ და და თავდაუზოგავად შრომობენ. როგორც წესი, ნიჭიერები და, ამავე დროს, ერთგული მეგობრები არიან; კარგად ეწყობიან ადამიანებს. არიან მგრძნობიარენი და კარგი მოთმინების უნარითაც გამოირჩევიან. ნეგატიური თვისებებიდან შეიძლება გამოიყოს პირდაპირობა (მე არ ვთვლი ამას ნეგატიურად ), სიჯიუტე და იმპულსურობა. ახასიათებთ მაქსიმალიზმი.

რაც შეეხება სექსს, ისინი აქაც თავმდაბალნიდა გაწონასწორებულნი არიან (ძალიანაც ნუ ექნებათ ჰემატოლოგებს ამის იმედი )

მესამე ჯგუფის მატარებელი ადამიანები დელიკატურები და ემოციურები ყოფილან. როგორც თავიანთ თავს, ისე გარშემომყიფებს საკმაოდ დიდ მოთხოვნებს უყენებენ. ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტები არიან და ისე იქცევიან, როგორც სურთ, ამიტომაც ხშირად ეხვევიან კონფლიქტებშიც . ადვილად ახდენენ ადაპტაციას ყველაფერთან. აქვთ წარმოსახვის არაჩვეულებრივი უნარი.

ამ ჯგუფის ადამიანების გარეგნობა მატყუარაა. რამდენადაც მშვიდნი და გაწონასწორებულნი ჩანან, იმდენად "უდუღთ” შინაგანი სამყარო და ამტკიცებენ კიდეც ამას პარტნიორს საწოლში . ისინი გრძნობებითა და ვნებებით არიან აღსავსენი. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და სულიერი დახვეწილობითაც.

მეოთხე ჯგუფის სისხლი ყველაზე იშვიათია. ( ჩვენსკენ სამეფო გჯუფს ეძახიან, რადგანაც დამახასიათებელია ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელთათვის. სხვათა შორის, ტურინის სუდარაზეც სწორედ მეოთხე ჯგუფის სისხლია აღმოჩენილი). ისინი გრძნობებითა და ემოციებით ცხოვრობენ, თუმცა გაწონასწორებულები არიან. გარშემომყოფებს, როგორც წესი, ეს ადამიანები უყვართ და მათთან კარგადაც გრძნობენ თავს, რადგანაც არ უჭირთ ადამიანების გართობა. არიან ტაქტიანები, სამართლიანები და ობიექტურები. ნეგატიური თვისებები: სწრაფად ბრაზდებიან, არჩევანის გაკეთებისას დიდხანს ყოყმანობენ და უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ხანდახან უხეშებიც არიან და ხშირად მოზდით კონფლიქტებიც, მაგრამ უფრო საკუთარ თავთან, ვიდრე სხვასთან.

ამ ჯგუფზე ამბობენ, რომ ისინი ყველაზე ვნებიანები არიან. რასაც უნდა აკეთებდნენ, იქნება ეს ჩხუბი, განშორება თუ საჯარო გამოსვლა, ყველაფერს ძლიერ ემოციურ დაღს ასვამენ და თავსაც დიდი სიხარულით ამჟღამნებენ. ასეთი ადამიანებისთვის სექსი ყველაფრის ბოლომდე გაცემას ნიშნავს, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი ფანტაზიების რეალობად ქცევისთვის ფანტაზია არ ყოფნით….
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 953 | დაამატა: balu | ტეგები: სისხლის ჯგუფები და ხასიათი | რეიტინგი: 3.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.