Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » "სიცილის ეპიდემია" - "ანომალური მოვლენა ტანზანიაში"
9:48 PM
"სიცილის ეპიდემია" - "ანომალური მოვლენა ტანზანიაში"
1962 წლის 30 იანვარს,აფრიკული ქვეყნის ტანზანიის ერთ-ერთ სკოლაში,გაკვეთილის მიმდინარეობისას სამმა მოსწავლე გოგონამ,ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყო ისტერიული და განუწყვეტელი სიცილი.იმავე დღეს,ამავე სკოლაში 12 წლიდან 18 წლამდე თითქმის ყველა მოსწავლეს ანალოგიური ხასიათის სიცილი დაეწყო.უკვე დღის დასასრულს ყოველგვარი მიზეზის გარეშე "სიცილის ეპიდემიით",სკოლის 195 მოსწავლიდან,უკვე 95 მოსწავლე იქნა დაავადებული.ბავშვები იტანჯებოდნენ განუწყვეტელი სიცილის შემოტევისაგან.ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრომ,ეცნობა რა ამ გასაოცარი ეპიდემიის გავრცელების შესახებ ინფორმაცია,სასწრაფოდ დახურა სკოლა და დაიწყო "სიცილის ეპიდემიით" დაზარალებული ადამიანების გამოკვლევა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ეპიდემია რამდენიმე თვის განმავლობაში მძვინვარებდა და მისით ტანზანიის სხვა სოფელში მაცხოვრებელი ბავშვებიც დაზარალდნენ.ეპიდემია,მიუხედავად სკოლის დახურვისა უკვე რეგიონის სხვა სკოლებსაც მოედო.სიმპტომები,რომელი "სიცილის ეპიდემიით" დაავადებულ ბავშვებს გააჩნდათ,გახლდათ - პრობლემები სუნთქვასთან,ტკივილები,გულის რევები,გამონაყარი და უნებლიე ყვირილი.საერთო ჯამში "სიცილის ეპიდემიით",რომელიც ტანზანიაში რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა 1000-მდე ადამიანი (ბავშვი) დაზარალდა.ასეთი გასაოცარი ეპიდემიის შესწავლაში აქტიურად ჩაერთო ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრო,რიგი მეცნიერებისა და მედიკოსების შემადგენლობით.ისინი განუწყვეტლივ რეჟიმში სწავლობდნენ სიცილის გამომწვევ მიზეზს,რის გამოც მათ თითოეული დაავადებული პაციენტის სრული გამოკვლევა მოუწიათ.თუმცა აქვეა აღსანიშნავი ის,რომ მედიკოსებმა ვერანაირი ანომალური მოვლენა დაავადებულთა ორგანიზმში ვერ აღმოაჩინეს,რამაც ისინი კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩააგდო.რამდენიმე თვიანი შემოტევა "სიცილის ეპიდემიისა",ნელ-ნელა უკან იხევდა და ბოლოს საერთოდ ისევე მოულოდნელად გაქრა,როგორც დაიწყო.მიუხედავად მრავალი კვლევებისა დღემდე ვერ ახსნა სამედიცინო მეცნიერებამ ტანზანიაში 1962 წლის 30 იანვარს დაწყებული "სიცილის ეპიდემიის" გამომწვევი მიზეზები.არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი გასაოცარი ფაქტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში აღარ დაფიქსირებულა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 743 | დაამატა: balu | ტეგები: სიცილის ეპიდემია - ანომალური მოვლენ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.