5:44 PM "სიცილის მსხვერპლი" - კალხასი | |
კალხასი - გენიალური ძველბერძენი პოეტის ჰომეროსის სიტყვებით გახლდათ: ადამიანი,რომელმაც იცოდა რა იყო წარსულში,რა იყო იმ პერიოდში და რა იქნებოდა შემდგომ ეპოქაში.იგი მას უკვდავ პოემაში "ილიადაში" არაერთხელ მოიხსენიებდა და აგამემნონის არმიის ერთ-ერთ უჭკვიანეს პიროვნებადაც ასახელებდა.ჰომეროსი მის სახელთან აკავშირებდა წინასწარმეტრყველებას "ტროას ცხენის" შექმნისა,რომლის შექმნის შემდეგაც დაეცა ტროა.გარდა იმისა,რომ კალხასი წარმოადგენდა ბრძენ ადამიანს,იგი დაჯილდოებული გახლდათ,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ "წინასწარმეტყველების" ნიჭითაც.სწორედ მან იწინასწარმეტყველა ის,რომ ტროას აღება აქილევსის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა და ეს იწინასწარმეტყველა ჯერ კიდევ მაში,როდესაც აქილევსი 9 წლის იყო.მისი სიცოცხლე ისეთივე ლეგენდარული იყო,როგორიც მისი აღსასრული.გადმოცემის თანახმად,მაშინ როდესაც კალხასი,თავის მიერ ახალჩაყრილ ვაზს ათვალიერებდა,მის გვერდით მყოფმა მეგობარმა უთხრა,რომ იგი ამ ვაზის ლერწმისაგან დამზადებულ ღვინოს ვერასოდეს დააგემოვნებდა,რადგან ვაზი არ იყო ისეთ ადგილზე გაშენებული სადაც ის გაიხარებდა.ამ ისტორიის შემდეგ გავიდა ხანი,არ გამართლდა კალხასის მეგობრის წინასწარმეტყველება და ვაზმა გაიხარა.რის შენდეგაც კალხასმა ღვინო დააყენა და პირველივე "ჭაშნიკზე" მოიწვია ის მეგობარი,რომელმაც ყოველგვარი იმედი გადაუწურა მას,იმ მიდამოებში ვაზის გახარებისა.თუმცა მოწვევისას არ უთქვამს რომ ღვინო რომელიც უნდა შეესვათ,იმ ვაზიდან იყო დამზადებული,რომლისგანაც იგი ამას არ მოელოდა.როდესაც ფიალას კალხასის მეგობარმა ხელი მოკიდა,რათა დაელია,მასპინძელმა ჰკითხა,ხომ არ შეუცვლია აზრი მისი ვაზის შესახებ,რაზეც მან კვლავ ძველებური პასუხი გასცა.ამის შემდგომ კი მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა: კალხასს აუვარდა ისტერიული სიცილი,რის შედეგადაც განუვითარდა "დისპეფსია" და იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა იმისა,რომ მრავალმა ადამიანმა სიცოცხლე ამ უჩვეულო მოვლენით დაასრულა,მაგალითად: ქრისიპე,ზეუქსისი,ფილემონე,პიეტრო არეტინო,ტომას ურკუჰარტი და სხვა ცნობილი ადამიანები.ამიტომ მედიკოსები გვირჩევენ სიცილშიც კი "ზომიერება" დავიცვათ. | |
|