10:06 PM სკარლეტის გველი | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: მცურავები გვარი: Cemophora სახეობა: სკარლეტის გველი ქვესახეობები: არსებობს მაქს. ზომა: 66 სმ. შხამის ხარისხი: უშხამო სკარლეტის გველი არის უშხამო გველი ანკარასებრნი ოჯახიდან და წარმოადგენს ერთადერთ სახეობას მის გვარში. არსებობს სკარლეტის გველი -ის 3 ქვესახეობა. გავრცელების არეალი: ბინადრობენ მხოლოდ ა.შ.შ.-ში: სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეხასი, აღმოსავლეთ ოკლაჰომა, არკანზასი, ლუიზიანა, მისისიპი, ალაბამა, ჯორჯია, ფლორიდა, სამხრეთ და ჩრდილო კაროლინა, კენტუჩი, ილიონისი, ინდიანა, ვირჯინია, მერილენდი, ტენესი და დელავერი. გარეგნული აღწერილობა: სკარლეტის გველები არიან პატარა გველები (მიახლოებით 66 სმ.) შეფერეილობა მოიცავს თეთრ (მონაცრისფრო), შავ და წითელ ფერებს. გარეგნულად გავს შხამიან მარჯნისებრ გველებს და უვნებელ სკარლეტის სამეფო გველს. ცხოვრების წესი და ქცევა: სკარლეტის გველები არიან ღამის გველები და ჩვეულებისამებრ დღეს ატარებენ დავარდნილი ფოთლების ან მორების ქვეშ. საღამოობით იწყებენ ნადირობას საკვებზე. ხელში აყვანის დროს იშვიათად იკბინებიან. საკვები: მათი საკვები მოიცავს, ხვლიკებს, პატარა მღრღნელებს, ქვეწარმავლების კვერცხებს და ხანდახან სხვა გველებსაც კი. გამრავლება: სკარლეტის გველების გამრავლების პერიოდია გაზაფხული. არიან კვერცხმდები გველები. დებენ მიახლოებით 3-8 კვერცხს ზაფხულში. შხამი: არ გააჩნია. | |
|