0:02 AM სოკო მწვანილებში - სამარხვო კერძი | |
საჭირო ინგრედიენტები: 3 კგ. ხის სოკო, 4 კონა ტარხუნა, 2 კონა ქინძი, 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა წიწმატი, რამდენიმე ღერი პიტნა, 2 კონა მწვანე ხახვი, 3 თავი ხახვი, 200-250 გ. კარაქი ან სამარხვო ცხიმი. 2 ჭიქა მწვანე ტყემალი, 2-3 ჭიქა ღვინო, მარილი და პილიპილი – გემოვნებით. მომზადების წესი: სოკო დავარჩიოთ, მოგრძო ნაჭრებად დავხიოთ და 2 საათით ჩავყაროთ მარილწყალში. შემდეგ ამოვწუროთ, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ კარაქში ან მცენარეულ ცხიმში. მოშუშულ სოკოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი, დავასხათ ღვინო და შევავსოს წყლით ისე, რომ სითხე სოკოს ზედ მოადგეს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და 10 წუთი დუღილის შემდეგ დავუმატოთ ტყემალი და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ. დამატებითი ინფორმაცია ტარხუნისა და წიწმატის გარეშე ამ კერძის მომზადებას არ გირჩევთ - გემრიელი კი იქნება, მაგრამ იმ განუმეორებელ გემოს, რომელსაც ეს მწვანილი ანიჭებს, არ ექნება. | |
|