Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » სტივ ჩეიმბერსი - "ხატვა ხელების გარეშე"
9:19 PM
სტივ ჩეიმბერსი - "ხატვა ხელების გარეშე"
სტივ ჩეიმბერსი დაიბადა ინგლისის საგრაფო ნორფოლკში და საუბედუროდ ბავშვობიდანვე ინვალიდი გახლავთ.მას უიშვიათესი დაავადება და სერიოზული ფიზიკური დარღვევები გააჩნია ჯანმრთელობის მხრივ ბავშვობიდანვე.მის ხელებს არ გააჩნია კუნთები,რაც ფაქტიურად იმის მანიშნებელია,რომ სტივს ორივე ხელი "უფუნქციო" აქვს.მიუხედავად უდიდესი ფიზიკური სირთულეებისა,რაოდენ გასაოცარის არ უნდა იყოს მას გააჩნია ხატვის გასაოცარი უნარი,რომელიც ავადმყოფობასთან ერთად პატარაობიდანვე თან დაჰყვა.ის უბრალოდ იღებს ფანქარს და პირის მეშვეობით ხატავს გასაოცარ სურათებს.განსაკუთრებით კი მისი სურათების მოტივი გახლავთ ის,რაზეც ოცნებობს.სტივს უდიდეს დახმარებას უწევენ ნათესავები და ოჯახის წევრები,განსაკუთრებით ბებია,რომელმაც მას ბავშვობაშივე გააცნო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების შემოქმედება.სტივ ჩეიმბერსი ხატვისათვის იყენებს აკვარელსა და ფანქარს.სურათების დიდი ნაწილი მიძღვნილი აქვს მის უსაყვარლეს ქალაქზე - ლონდონზე.დღესდღეობით სტივი 50 წლის არის და ჰყავს მეუღლე,რომელთან თანაცხოვრებაშიც 4 შვილი შეეძინა.ფაქტიურად სტივ ჩემბერსმა,მიუხედავად უდიდესი ფიზიკური ნაკლისა,საკუთარ თავში იპოვა ძალა "თვითგადარჩენისა" და ამით საუკეთესო მაგალითი უჩვენა თითოეულ ადამიანს,მიზნის მიღწევისა,ყოველგვარი დაბრკოლებების მიუხედავად.მისი შემოქმედების ნახვისას კი ამაში კიდევ უფრო ღრმად ვრწმუნდებით.


კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 815 | დაამატა: balu | ტეგები: სტივ ჩეიმბერსი - ხატვა ხელების გარე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.