8:44 PM ტაჯიკეთის ეროვნული დროშა | |
"ტაჯიკეთის ეროვნული დროშა" - გახლავთ სიმბოლო,სუვერენული ტაჯიკეთის რესპუბლიკისა და იგი ქვეყნის ეროვნულ დროშად დამტკიცებულ იქნა 1992 წლის 24 ნოემბერს.აღნიშნული დროშა "გინესის რეკორდების წიგნის" ბინადარი მას შემდეგ გახდა,რაც 2011 წელს ქვეყნის დედაქალაქ დუშანბეში,დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე,სპეციალურად დამზადებულ 165 მეტრი სიმაღლის ძელზე იქნა აღმართული ტაჯიკეთის ეროვნული დროშა.აღნიშნული ფაქტით,მან უკან ჩამოიტოვა აზერბაიჯანის ეროვნული დროშა,რომელიც წინა რეკორდის ავტორი გახლდათ და იგი აღმართულ იქნა 162 მეტრი სიმაღლის ძელზე.დროშის ზომებია 60 მეტრი - 30 მეტრზე და იგი 700 კილოგრამამდე წონისაა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დროშის უდიდესი ფორმის რეკორდი კვლავ აზერბაიჯანის ეროვნულ დროშას ეკუთვნის,რომლის მოცულობაც შეადგენს 70 მეტრს - 35 მეტრზე და იგი ამ მაჩვენებლით კვლავაც პირველობას იკავებს "გინესის რეკორდების წიგნში".ცნობისათვის,აქვე შემოგთავაზებთ იმ ეროვნულ დროშებს,რომლებიც ყველაზე მაღალ სპეციალურად დამზადებულ ძელებზე იქნა აღმართული.რიგითობის მიხედვით,პირველია: 1. ტაჯიკეთის ეროვნული დროშა - 165 მეტრი. 2. აზერბაიჯანის ეროვნული დროშა - 162 მეტრი. 3. ჩრდილოეთ კორეის ეროვნული დროშა - 160 მეტრი. 4. თურქმენეთის ეროვნული დროშა - 133 მეტრი. 5. იორდანიის ეროვნული დროშა - 132 მეტრი. 6. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული დროშა - 123 მეტრი. 7. მექსიკის ეროვნული დროშა - 110 მეტრი. | |
|