7:44 PM ტალახის გველი | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: Xenodontinae გვარი: Farancia სახეობა: ტალახის გველი ქვესახეობები: არსებობს მაქს. ზომა: 2 მეტრი შხამის ხარისხი: უშხამო გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ა.შ.შ. (ტეხასი, არკანზასი, ოკლაჰომა, ლუიზიანა, მისისიპი, ალაბამა, ჯორჯია, ფლორიდა, ჩრდილო და სამხრეთ კაროლინა, ვირჯინია, ტენესი, მისური, ილიონისი და კენტუჩი. საბინადრო გარემო: უყბართ ნაკადულებთან ყოფნა. გარეგნული აღწერილობა: საშუალოდ იზრდებიან 1 - 1.4 მეტრი, მაქს. ზომა 2 მეტრია დაფიქსირებული. აქვთ პრიალა შავი ქერცლი. სხეულის შეფერილობა მოიცავს შავ და წითელ ფერს. მუცელი წითელი და შავი ლენტების მსგავს ფერებშია, რომლებიც ხანდახან ზემოთა ტანზეც ვრცელდება. თვალის გუგები მრგვალია და თვითონ თვალის ფერიც ხშირ შემთხვევაში მოიცავს ზემოთ ხსენებულ ორ ფერს. კვება: მისი მთავარი საკვები ამფიუმისებრნია, თუმცა ხანდახან იკვებება ბაყაყებით კუდიანი ამფიბიებით და თევზებითაც. გარმრავლება: შეწყვილების პერიოდი იწყება გაზაფხულზე, ძირითადად აპრილსა და მაისში.8 კვირიანი შეწყვილების შემდეგ მდედრი დებს 4 - 104-მდე კვერცხს და რჩება მათთან მანამდე სანამ არ გამოიჩეკებიან ისინი (შემოდგომა). ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველები არიან ძირითადად წყლის გველები და აქტიურნი არიან ღამით. იყენებენ მათ კუდს როგორც სატყუარას ნადავლის მოსაპოვებლად. შხამი: შხამი არ გააჩნია. | |
|