Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » ტალღისებრი თუთიყუში
8:27 PM
ტალღისებრი თუთიყუში

 ტალღისებრი თუთიყუშის სხეულის სიგრძეა 17—19,8 სმ (იშვიათად 21-22 სმ), ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ, კუდის — 8—10 სმ; წონა 40—45 გრამი. კუდის დახმარებით ის უფრო დიდი წარმოჩდება.ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს. ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი.                                                                                                                                                           ბარტყებს ნისკარტი შავი აქვთ, ხოლო ზრდასრულებს მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი (ცვლილოვანა) კარგადაა გამოკვეთილი, რითაც ფრინველის სქესი დგინდება. მამალ ბარტყს იასამნისფერი აქვს დედალს — თეთრში გარდამავალი, ძალიან ღია ცისფერი, ან ძალიან ღია ვარდისფერი. მოზრდილ ასაკში მამრს ნისკარტის ფუძე ცისფერი, ხოლო მდედრს ყავისფერი უხდება.                                                                                                                                              თუთიყუშის თვალი მუქი ლურჯია, გარშემო სარტყელი კი ყვითელი ან თეთრი ფერის. ტალღოვან თუთიყუშებს ფერების გარჩევის უნარი გააჩნიათ, ასევე, როგორც უმეტესობა ფრინველს ახასიათებთ „მონოკულარული მხედველობა", ანუ თვალები ისე აქვთ განლაგებული, რომ არ ხდება მხედველობის კუთხის გადაფარვა, თანხვედრა. თავის სწრაფი ბრუნვით, ფაქტიურად 360°–ით ახერხებს კონტროლს გარემოზე.                                                                               

კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 877 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ტალღისებრი თუთიყუში | რეიტინგი: 3.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.