8:32 PM ტამპლიერები | |
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[1] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.). კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდუდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა. ტემპლიერი რაინდები ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები Pauperes commilitones Christi Templique Solomonici ტამპლიერთა ბეჭედიორი მხედრის გამოსახულებით ერთ ცხენზე, რაც ორდენის პირვანდელ სიღატაკეზე მიგვანიშნებს. ტექსტი დაწერილია ბერძნული და ლათინური ასოებით, Sigillum Militum Χρisti: და წითელი ჯვარიჯვარი, ქართულად ნაწერი ნიშნავს „ქრისტეს მეომრების ბეჭედი". ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრების სია ჰიუგ დე პეინი – Hugues de Payens (1118-1136) რობერ დე კრაონი – Robert de Craon (1136-1147) ევერარ დე ბარი – Everard des Barres (1147-1174, გადადგა 1151) ბერნარ დე ტრომელე – Bernard de Tromelai (1151-1153) ანდრე დე მონბარი – André de Montbard (1153-1156) ბერნარ დე ბლანკეფორი – Bertrand de Blanquefort (1156-1169) ფილიპ დე მიი – Philippe de Milly (1169-1171) ოდ დე სენტ-ამანი – Eudes de Saint-Amand (1171-1179) არნო დე ტოროგა – Arnaud de Toroga (1179-1184) ჟერარ დე რიდფორი – Gérard de Ridefort (1184-1189) რობერ დე საბლე – Robert de Sablé (1189-1193) ჟილბერ ერე – Gilbert Erail (1193-1200) ფილიპ დე პლეზიე – Philippe de Plessiez (1201-1209) გიიომ დე შარტრი – Guillaume de Chartres (1210-1218) პედრო დე მონტეგიუ – Pedro de Montaigu (1219-1232) არმან დე პერიგორი – Armand de Périgord (1232-1244) რიშარ დე ბიური – Richard de Bures (1244-1247) გიიომ დე სონაკი – Guillaume de Sonnac (1247-1250) რენო დე ვიშიე – Renaud de Vichiers (1250-1252) ტომა ბერარი – Thomas Bérard (1252-1273) გიიომ დე ბოჟო – Guillaume de Beaujeu (1273-1291) ტიბო გოდენი – Thibaud Gaudin (1291-1292) ჟაკ დე მოლე – Jacques de Molay (1292-1314) იხილეთ აგრეთვე ] ტამპლიერების განძს დიდი საიდუმლო აქვს და ასევე დღეისთვისაც ბურუსით არის მოცული. იგი დიდხანს ინახებოდა და ბევრს უცდია მისი მითვისება. ტამპლიერები ამ განძს კარგად უფრთხილდებოდნენ და თითოეულისთვის კარგად ფასობდა. განძის შესახებ მხოლოდ ტამპლიერებმა იცოდნენ და ინახავდნენ. თქმულებით ტამპლიერების განძი მიუნხენში, ერთ-ერთი სახლის ეზოში არის საგულდაგულოდ შენახული. მეცნიერებმა და მაძიებლებმა ბევრი სახლის ეზოში ეძებეს, მაგრამ ამაოდ. რატომღაც ტამპლიერებს არ უნდოდათ განძი ეპოვათ. განძის აღმოჩენა კი საჭიროა. | |
|