Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ტერმინი "ყვითელი პრესის" ისტორიიდან...
5:01 PM
ტერმინი "ყვითელი პრესის" ისტორიიდან...
ყველასათვის ცნობილი ტერმინი "ყვითელი პრესა",სათავეს XIX საუკუნის მიწურულს წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.ამ პერიოდში დიდი პოპულარულობა მოიპოვა და დიდი ყურადღება მიიქცია ორმა ამერიკულმა გაზეთმა: "New York World"-მა და "New York Journal"-მა,რომლებმაც ფსონი გააკეთეს არა ჩვეულებრივი ახალი ამბების გაკეთებაზე,არამედ ისინი მკითხველს აწვდიდნენ ემოციური და სენსაციური სიუჟეტების შემცველ ისტორიებს,რაც რაღა თქმა უნდა მკითხველის უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებდა.1895 წელს New York Journal-მა,დაიწყო რიჩარდ აუტკალტას კომიქსების გამოქვეყნება,რომელიც შეიცავდა სატირულ და ირონიულ კომენტარებს პოლიტიკის შესახებ.ხოლო თავად კომიქსების მთავარი გმირი გახლდათ ყვითელ პერანგში გამოწყობილი ბავშვი.ერთი წლის შემდგომ აღნიშნული კომიქსი გამოქვეყნებულ იქნა New York World-ში და შესაბამისად უკვე ორი გაზეთი აქვეყნებდა აღნიშნულ კომიქს,ყვითელ პერანგიან ბავშვზე.სწორედ აღნიშნული კომიქსი იქცა სერიოზული გამოცემების მიერ "ყვითელ პრესად" ცნობილი ტერმინის წარმომშობი ფაქტორი.მას შემდეგ "ყვითელი პრესა",ერთგვარი სენსაციებისა და უჩვეულო ისტორიების შემცველი ჯურნალ-გაზეთების "აუცილებელ" ტერმინადაც კი ჩამოყალიბდა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 877 | დაამატა: balu | ტეგები: yviteli presa, ტერმინი ყვითელი პრესის ისტორიიდან.. | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.