Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ტერმინი "ცივი ომის" ისტორიიდან...
5:00 PM
ტერმინი "ცივი ომის" ისტორიიდან...
ტერმინი "ცივი ომი",რომელიც მთელ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა და დღესაც უარყოფითი ემოციების აღმძვრელია ნებისმიერ ჩვენგანში,სათავეს ჯერ კიდევ მე-XIV საუკუნეში იღებს,მაშინ როდესაც პირველად ესპანელმა მწერალმა - დონ ხუან მიგელმა,აღნიშნული ტერმინი გამოიყენა,იმ შემაშფოთებელი სიტუაციის გამო რაც სუფევდა ესპანეთში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის.იმ დანიშნულებით,როგორსაც ჩვენ დღეს აღვიქვავთ ამ ტერმინს,გამოყენებულ იქნა დიდი ინგლისელი მწერლისა და პუბლიცისტის - ჯორჯ ორუელის (1903-1950 წლები),მიერ თავის ნაწარმოებში "თქვენ და ატომური ბომბი".აღნიშნულ ნაწარმოებში ჯორჯ ორუელმა "ცივი ომის" სახით იგულისხმა ხანგრძლივი,ეკონომიკური,გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ომი,რომელიც მძვინვარებდა იმ პერიოდში,ამერიკის შეერთებული შტატების,მისი მოკავშირეებისა და "წითელი" საბჭოთა კავშირსა და მისი მოკავშირე ქვეყნებს შორის.ზუსტი თარიღი უცნობია "თანამედროვე" სახით ამ ტერმინის გამოყენებისა,თუმცა ბევრი სპეციალისტის აზრით,აღნიშნულმა ტერმინმა გამოყენება ჯერ კიდევ 1945 წლის ზაფხულიდან დაიწყო და 1991 წლამდე იარსება (საბჭოთა კავშირის დანგრევამდე).ყველაზე მეტად კი აღნიშნული ტერმინი "ცივი ომი",მსოფლიოს თავზე ნიკიტა ხრუშოვისა და ჯორჯ ფიცჯერალდ კენედის მმართველობებისას გამოიყენებოდა "კარიბის კრიზისის პერიოდში" 1962 წელს.თუმცა საბედნიეროდ აღნიშნული კრიზისი აღმოფხვრილ იქნა და კაცობრიობა გადაურჩა ატომურ დაპირისპირებას.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 844 | დაამატა: balu | ტეგები: termini civi omi, civi omi, ტერმინი ცივი ომის ისტორიიდან... | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.