Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ტომას ისიდორ ნოელ სანკარა - "აფრიკელი ჩე გევარა"
5:46 PM
ტომას ისიდორ ნოელ სანკარა - "აფრიკელი ჩე გევარა"
ტომას ისიდორ ნოელ სანკარა (1949-1987 წლები),წარმოადგენდა დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის ბურკინა-ფასოს პრეზიდენტს (1983-1987 წლებში) და მას დღემდე მოიხსენიებენ როგორც "აფრიკელი ჩე გევარა".იგი მსოფლმხედველობით წარმოადგენდა - ანტიიმპერიალისტს,პანაფრიკანელსა და იზიარებდა კომუნისტურ შეხედულებებს.მისი მმართველობის უმთავრეს მიზანს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება იყო და მრავალი რეფორმაც განახორციელა.სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს ოფიციალურად განაცხადა უარი ქვეყანამ,კოლონიალისტური სახელწოდებისაგან "ზემო ვოლტა",და მას შემდეგ იგი იწოდება,როგორც ბურკინა-ფასო,რაც ადგილობრივ მოორესა და დიუალას ენებზე "[ატიოსანი ხალხის სამშობლოს" აღნიშნავს.ტომას სანკარა მოკლულ იქნა 1987 წლის 15 ოქტომბერს,ქვეყანაში განხორციელებული "სამხედრო გადატრიალების" შედეგად.მისი პიროვნების შესახებ კი მართლაც ლეგენდები დადიოდა,რომელიც არა მითები არამედ სრული სიმართლე გახლდათ.კერძოდ როდესაც იგი მოკლული იქნა,მისი პიოვნების,შემოსავლების და აბსოლუტურად ყოველივეს შესახებ დაიწყო გამოძიება,თუ რა ქონებას ფლობდა იგი და დასკვნებმა და მისი უახლოესი გარემოცვის დაკითხვებმა,თავად სანკარას მოწინააღმდეგეებიც კი გაოცებაში მოიყვანა: მისი ხელფასი პრეზიდენტობისას შეადგენდა 450 ამერიკულ დოლარს,ხოლო ამაზე ემატებოდა 2000 დოლარი სახელფასო განაკვეთისა,რომელსაც სრულიად რიცხავდა "ქვრივ-ობოლთა შემწეობის ფონდში".მის კერძო საკუთრებაში შედიოდა ძველი გამოშვების ავტომობილი "პეჟო",საყინოულე დაზიანებული მაცივარი,სამი გიტარა და ოთხი ველოსიპედი.მას მეტი არანაირი კერძო საკუთრება არ გააჩნდა.მისი უახლოესი გარემოცვის დაკითხვების შედეგად გაირკვა,რომ "აფრიკელმა ჩე გევარამ" უარი განაცხადა საკუთარ კაბინეტში კონდენციონერის დამონტაჟებაზე და განაცხად,რომ მისთვის სირცხვილი იქნებოდა ასეთი კომფორტით სარგებლობა მაშინ,როდესაც ქვეყნის მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირდა.აკრძალა მისი პორტრეტების და პლაკატების გამოკვრა საზოგადოებრივ ადგილებში და აცხადებდა,რომ მის ქვეყანაში მისნაირი კიდევ 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.მთავრობის წევრებს,ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუყიდა მერსედესის მარკის ავტომობილებისაგან შემდგარი სახელმწიფო ავტოპარკი და მაღალჩინოსნები საკმაოდ იაფფასიან "რენო 5"-ზე გადასვა.ამასთანავე ჩინოვნიკებს აუკრძალა პირადი მძოლით სარგებლობა და თვითმფრინავებში 1 კლასით ფრენა.მოითხოვდა,რომ ღარიბი მოსახლეობის გასაღიზიანებლად არ ეტარებინათ ძვირფასი კოსტუმები და შემოსილიყვნენ ისე უბრალოდ,როგორც მათი თანამოქალაქეები იმოსებოდნენ.ამასთანავე ჩინოვნიკების ხელფასები ძალიან შეამცირა და დაზოგილი თანხები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად მიმართა.მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ წელიწადში (1986 წელს),მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად განაცხადა,რომ ბურკინა-ფასოში აღმოფხვრილ იქნა კორუფცია და ქვეყნის პრეზიდენტი სანკარა დასახელდა ერთ-ერთ უღარიბეს პრეზიდენტად იმ პერიოდისათვის.ზემოთ აღნიშნული ისტორიებიდან გამომდინარე ბყრკინა-ფასოს მოსახლეობამ "დიდ პრეზიდენტს ქვეყნისას" - ტომას ისიდორ ნოელ სანკარას,სრულიად სამართლიანად უწოდა - "აფრიკელი ჩე გევარა" და იგი დღემდე ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად არის მიჩნეული.იგი გახლდათ ავტორი ბურკინა-ფასოს ეროვნული ჰიმნისა.მის საფლავზე კი გაკეთებულია ეპიტაფია,ჩე გევარას ცნობილი სიტყვებისა: "რევოლუციონერის მოკვლა შესაძლებელია,თუმცა იდეის არასოდეს'.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 857 | დაამატა: balu | ტეგები: tomas isidor npe samlara, ტომას ისიდორ ნოელ სანკარა - აფრიკელ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.