9:30 PM ტომას კარლეილის შესახებ - ჩარლზ საროლი წერდა | |
ტომას კარლეილი (1795-1881 წლები),გახლდათ ბრიტანელი (შოტლანდიელი) მწერალი,პუბლიცისტი,ისტორიკოსი და ფილოსოფოსი,რომელიც ავტორია მრავატომიანი ნაშრომის "საფრანგეთის რევოლუცია","ისტორია ფრიდრიხ II პრუსიელის","გმირები და გმირული ისტორიები" და ასე შემდეგ.იგი იკვლევდა რომანტიკულ "გმირთა კულტებს",მაგალითად ისეთს,როგორიც გახლდათ ნაპოლეონ ბონაპარტი და სხვა ისეთი ცნობილი პიროვნებები,რომელთაც კვალი დაამჩნიეს კაცობრიობის ისტორიას.მისი მოსაზრებით "მსოფლიო ისტორია",წარმოადგენდა დიადი ადამიანების მიერ განვლილ ცხოვრებას და სწორედ ამიტომ,მის უმთავრესს კვლევის საგნად ისტორიული პიროვნებების კულტის შესწავლა იყო.მისი ხედვები თანხვედრაში მოდიოდა გენიალური ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულებებთან "ზეადამიანის" კულტის არსებობასთან მიმართებაში,რაც შემდგომ ფაშისტური გერმანიის ერთგვარი იდეოლოგიის საფუძველიც კი გახლდათ.ტომას კარლეილის ხედვებს იზიარებდა არა მარტო ფაშისტური ელიტა,არამედ ადოლფ ჰიტლერიც დიდი ენთუზიაზმით ეთანხმებოდა მის ფილოსოფიას "ზეადამიანური კულტის" არსებობის შესახებ და განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმას,რომ კაცობრიობის ისტორია,ეს მართლაც "დიადი ადამიანების ბიოგრაფიებისაგან" შედგებოდა.პროფესორმა ჩარლზ საროლმა,თავის "პროფაშისტურ" საგაზეთო სტატიაში "Anglo-German Review"-ში 1938 წელს,სახელწოდებით: "იყო თუ არა კარლეილი პირველი ნაცისტი?",მის შესახებ ასეთი თეზისი ჩამოაყალიბა: "ნაციზმი - არ გახლავთ გერმანული წარმომავლობის გამოგონება,იგი თვადაპირველად წარმოიშვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ,რის შემდგომაც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და დაიმკვიდრა საპატიო ადგილი... ნაციზმის ფილოსოფია და დიქტატურის თეორია ფორმულირებულ იქნა ასი წლის წინ,იმ პერიოდის უდიდესი შოტლანდიელი მეცნიერის - ტომას კარლეილის მიერ,რომელიც ამასთანავე ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური "წინასწარმეტყველიც" აღმოჩნდა.მისმა იდეებმა კი ფართოდ გაშალა ფრთები ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენის ხედვებშიც და ეს ორი ადამიანი იქცა ჭეშმარიტ სულიერ მამებად "ნაცისტური რელიგიისა".ისევე,როგორც ადოლფ ჰიტლერი,კარლეილიც არ ფარავდა თავის სიძულვილს "საპარლამენტო სისტემის" შესახებ... ისევე,როგორც ჰიტლერს,მასაც ღრმად სწამდა დიქტატურის,როგორც ერთადერთი საშუალების ქვეყნის გადარჩენისა". | |
|