Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » "ტონტონ-მაკუტები" - "კარიბი ვამპირები
6:48 PM
"ტონტონ-მაკუტები" - "კარიბი ვამპირები
"ტონტონ-მაკუტები" - "Tonton Macoutes",წარმოადგენდა კარიბის ზღვის კუნძულოვანი ქვეყნის - ჰაიტის,ეგრეთწოდებულ გვარდიას (შემდგომში მათ ზედსახელად - "კარიბი ვამპირები" უწოდეს),რომლის წევრებსაც ოფიციალურად მოიხსენიებდნენ,როგორც "ჰაიტის ეროვნული უსაფრთხოების მოხალისეებს".აღნიშნული გვარდია წარმოადგენდა უმთავრესს დასაყრდენს ჰაიტის ქვეყნის "დიქტატორის" - ფრანსუა დიუვალიეს (1907-1971 წლები) რეჟიმისა.აღნიშნულ "გვარდიას" სახელწოდება "ტონტონ-მაკუტები",მათ ეწოდათ ჰაიტურ-კრეოლური მითოლოგიის მიხედვით."ტონტონი" გახლდათ მითოლოგიური პერსონაჟი,რომელიც იტაცებდა იმ ბავშვებს,რომლებიც განსაკუთრებული სიცელქით გამოირჩეოდნენ,რის შემდეგაც იგი მათ ტომარაში (მაკუტა),სვამდა,გუდავდა და ბოლოს ჭამდა.ასეთი საშინელი მითოლოგიური პერსონაჟის სახელი,აღნიშნულ გვარდიას ტყუილად არ ერქვა.იგი ჩამოყალიბებულ იქნა 1958 წელს,თავად დიუვალიეს მიერ,რადგან მას სჭირდებოდა უერთგულესი შეიარაღებული რაზმი,რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებდა.მათი განმასხვავებელი ჩაცმულობა,ჰაიტის მოსახლეობისათვის ცნობილი იყო,კერძოდ: ყოველთვის ატარებდნენ (ამინდის მიუხედავად) მზის სათვალეებს,ჯინსის ქურთუკებს,ჩალისაგან დამზადებულ ქუდებს და შეიარაღებული იყვნენ "მაჩეტეთი" (50 სანტიმეტრამდე სიგრძის დანა,რომელსაც იყენებდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ლერწმის ასაღებად) და ცეცხლსასროლი იარაღით.ამ დანაყოფის მეთაური 1960 წლის დასაწყისიდან - 1970-იან წლებამდე,გახლდათ - ლუკრენ კამბრონი,რომელსაც ზედსახელათ "კარიბელ ვამპირს" უწოდებდნენ,მისი განსაკუთრებული სისასტიკის გამო.აღნიშნული გვარდია,შიშის ზარს სცემდა ჰაიტის მოსახლეობას.ისინი არ თაკილობდნენ არაფერს და მათი შემოსავლების ერთ-ერთ წყაროს "მიცვალებულებით ვაჭრობაც" წარმოადგენდა.აღსანიშნავია,რომ "ტონტონ-მაკუტას" ლიდერები წარმოადგენდნენ "ვუდუს კულტის" ქურუმებს,რითაც ისედაც განუსაზღვრელ ძალაუფლებას,რელიგიური მოტივებითაც იძლიერებდნენ (ვუდუს მიმდევრები ჰაიტის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ).მათი დასჯის მეთოდები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა,კერძოდ: ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს,ქოლავდნენ ქვებით და იყენებდნენ სხვა საშინელ მეთოდებსაც.არ ზოგავდნენ არც დიდს,არც პატარას,არც ასაკოვანს,არც მანდილოსანს და მითუმეტეს არც მამაკაცებს.მსხვერპლის დასჯის შემდგომ,დაღუპულის ცხედარს "გამოსაჩენ ადგილებზე" ჰკიდებდნენ (ძირითადად ქალაქის მოედნებზე),რათა მოსახლეობაში შიში,კიდევ უფრო დიდი გაძლიერებულიყო.მათ უმთავრესს მოწინააღმდეგეებად მიიჩნეოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები,პოლიტიკოსები,ის ბიზნესმენები,რომლებიც უარს განაცხადებდნენ სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობაზე და სხვა.საერთო ჯამში ამ საშინელმა ორგანიზაციამ 60 000 ჰაიტელი იმსხვერპლა,უამრავი დაასახიჩრებულ იქნა,მრავალი დააკავეს და ბევრი ადამიანის ბედი დღემდე უცნობია.აღნიშნული გვარდია "მოღვაწეობას" განაგრძობდა,ფრანსუა დიუვალიეს ვაჟის,ჰაიტის შემდგომი პრეზიდენტის ჟან-კლოდ დიუვალიეს მმართველობის დროსაც,მანამ სანამდე 1986 წელს ჰაიტიში არ განხორციელდა "სამხედრო გადატრიალება".ამავე წელიწადს "ტონტონ-მაკუტების" გვარდიამ,საბოლოოდ შეწყვიტა ფუნქციონირება და არსებობა,თუმცა ჰაიტის ისტორიაში მათი არსებობა ერთ-ერთ "შავბნელ" და "სამარცხვინო" ფურცელად" იქცა.

P.S. ზემოთ სურათზე გამოსახულია ჰაიტურ-კრეოლური მითოლოგიის პერსონაჟი: "ტონტონი".
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 918 | დაამატა: balu | ტეგები: ტონტონ-მაკუტები - კარიბი ვამპირები, tonton makutebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.