Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ტვინი გავიახალგაზრდავოთ
5:50 PM
ტვინი გავიახალგაზრდავოთ
ჩვენი ტვინი უნიკალური ორგანოა. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. თავის ტვინი 100 მილიარდ ნეირონს შეიცავს. ეს დაახლოებით 16–ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწის მოსახლეობა. ნერვული იმპულსების გადაცემით, ნეირონები ტვინის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფენ. შედეგად შეუძლია მოცულობით იმაზე მეტი ინფორმაცია დააგროვოს, ვიდრე ერთად აღებულ 100 კომპიუტერს. მაგრამ დროთა განმავლობაში, ინფორმაციის დამუშავება–დამახსოვრების უნარი თანდათან ქვეითდება. იმისთვის, რომ წლებთან ერთად თქვენი გონება მხოლოდ გაუმჯობესდეს და აუცილებელი მონაცემები სწრაფად გასცეს, საჭიროა მისი მუდმივად წვრთნა. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება და რეგულარული ვარჯიში გონების სიმახვილის შენარჩუნებას ეხმარება, ასევე ხანდაზმულობის ჭკუასუსტობისგან იცავს.

როგორ ავამაღლოთ ტვინის აქტივობა

ტვინის მთავარი მკვებავი ნივთიერება გლუკოზაა. მას იპოვით ხილში (ვაშლი, საზამთრო, კივი, ალუბალი, ყურძენი).

თუ ორგანიზმს უჯერი ცხიმმჟავები არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება, მაშინ ტვინის უჯრედები ცუდად მუშაობს. ამ ცხიმმჟავების წყალობით, სისხლის ცირკულაცია უმჯობესდება. ეს ნიშნავს, რომ უჯრედები კარგად იკვებება. ხშირად ჭამეთ თევზი, მცენარეული ზეთი და თხილეული. ტვინის უჯრედების ენერგიით უზრუნველყოფისა და დაცვისთვის აუცილებელია უ ვიტამინი. მას შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხი, მზესუმზირის თესლები.

ტვინისა და ნერვული სისტემის კვებაში ი ჯგუფის ვიტამინები ლიდერია. რაციონში ჩართეთ ღვიძლი, კვერცხი, რძე, ბრინჯი.

სითხე დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრისა და ნატურალური წვენები მიიღეთ. მაგალითად, სტაფილოს წვენი ტვინში დაბერების პროცესს ანელებს, უჯრედების ნგრევას აბრკოლებს.

ყურადღება! მეცნიერთა მტკიცებით, ცხოველური ცილებით გაჯერებული რაციონი ტვინის მუშაობას აუარესებს, ხოლო ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ტვინის ნერვულ უჯრედებს შლის. ტვინის მუშაობაზე ასევე უარყოფითად აისახება ტკბილი გაზიანი სასმელები.

ზოგიერთი სამკურნალო მცენარე ტვინის მუშაობას იცავს და მეხსიერებას აუმჯობესებს. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გინკგოს ფოთლების ექსტრაქტი. მასში შემავალი ნივთიერება (გინკგოლიდები) თავის ტვინის სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას ამაღლებს, მათ გაფართოებას ეხმარება, ასევე ტვინს მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით ამარაგებს. მსგავს თვისებებს ფლობს ჟენშენის ფესვები, ნიორი და ცირცელის ქერქი. ტვინზე კარგი მასტიმულირებელი ეფექტი აქვს კოფეინს. დღეში 2–3 ფინჯანი ყავა ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავებას ეხმარება, დამახსოვრებას უზრუნველყოფს და ყურადღების კონცენტრაციას აუმჯობესებს.

მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ სპორტი განსაკუთრებით მეხსიერებაზე პასუხისმგებელ ტვინის უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ტვინისთვის საუკეთესო სავარჯიშოებია ველოსიპედით გასეირნება, ცეკვა და ნეირობიკა. ნეირობიკა ტვინისთვის ერთგვარი მოთელვაა. გთავაზობთ ორ სავარჯიშოს. რამდენიმე ჩვეულებრივი მოქმედება (მაგალითად, ჩაცმა ან ოთახში სიარული) თვალდახუჭულმა შეასრულეთ. კბილები მარცხენა ხელით გაიწმინდეთ, თუ მემარჯვენე ხართ, ან პირიქით. ჩვეულებრივი საქმის სხვა საშუალებებით შესრულება ტვინის უჯრედებს, რომლებიც წინათ პროცესში არ მონაწილეობდნენ, მუშაობას აიძულებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, თუ ტვინმა ღამით არასაკმარისად დაისვენა, მისი უჯრედები დღისით დროდადრო გამოირთვება და დაისვენებს. ეს რომ არ მოხდეს, არანაკლებ 7–8 საათისა იძინეთ.

გახდით ინტელექტუალური. ჭადრაკი, კროსვორდები, სუდოკუ – ტვინისთვის მშვენიერი წვრთნაა.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 993 | დაამატა: balu | ტეგები: ტვინი გავიახალგაზრდავოთ | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.