Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » თამბაქო,სიგარეტი,ნიკოტინი
5:51 PM
თამბაქო,სიგარეტი,ნიკოტინი
თამბაქოში შემავალი ნივთიერებები თავისი ზემოქმედების მიხედვით, რომელსაც ისინი ახდენენ ორგანიზმზე, შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად:
კანცეროგენული
გამაღიზიანებელი
შხამიანი აირები
შხამიანი ალკალოიდები
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.
კანცეროგენული ნივთიერებები
მწეველების სიმსივნური დაავადების სტატისტიკა საკმაოდ ბევრისმეტყველია. კვამლიდან გამოყოფილი ნივთიერებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ კანცეროგენული ნივთიერებები შეიძლება გაერთიანდეს ორ ქვეჯგუფში: კიბოს გამომწვევი და ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას.
უშუალოდ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს მიეკუთვნება სხვადასხვა მრავალბირთვიანი არომატული ნახშირწყალბადები, რომლებსაც შეიცავს თამბაქოს კვამლი. ბენზპირენის გარდა, რომელიც დღესდღეისობით განსაკუთრებით საშიშია, კანცეროგენული მოქმედება აქვს კვამლში შემავალ ფენოლებსა და ო-დიჰიდროქსიბენზოლს. კვამლში შედის სხვადასხვა ორგანულ ნაერთები, დარიშხანსა და კადმიუმის არაორგანულ ნაერთები, რადიაქტიული პოლონიუმი, კალა და ბისმუტი-210. ისინი შედიან კვამლის მთავარ ნაკადში და იწვევენ კიბოს წარმოქმნას, მათ მიერ გამოყოფილი α-ნაწილაკებით. მწეველები იღებენ რადიაციის მრავალჯერ გაზრდილ დოზას, რომელიც 5 რადის ტოლია.
კიბოს განვითარებაზე მოქმედ ნივთიერებათა ქვეჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ორგანული ნივთიერებები:ფენოლები, ცხიმიანი მჟავები, მათი ეთერები და სხვა. აგრეთვე, ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი ნივთიერებები. ისინი არ ახდენენ პირდაპირ კარცეროგენულ მოქმედებას, მაგრამ აძლიერებენ სხვა ნივთიერებების უარყოფით მოქმედებას და ამიტომ პოტენციურად საშიშნი არიან.
გამაღიზიანებელი ნივთიერებები
თამბაქოს კვამლისაგან გამოყოფილია ათეულობით ნივთიერება, რომლებიც ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ. მათგან, შედარებით მთავარია უჯერი ალდეჰიდი პროპენალი, რომელსაც აკროლენსაც ეძახიან. მას გააჩნია მაღალი ქიმიური და ბიოლოგიური აქტიობა. კვამლში შემავალ სხვა ნივთიერებებთან ერთად იწვევს მწეველების ტიპურ ბრონქიტს
ხველა ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა. ხველების დროს, ორგანიზმი ცდილობს მოიშოროს გამაღიზიანებელი ნივთიერებები და მათი მოქმედების შედეგად გამოყოფილი ნაერთები. გაძლიერებული სეკრეტორულ აქტიურობას თან ახლავს სხვა თავდაცვითი რეაქციაც – ბრონქების სანათურების შემცირება. ამ გზით ორგანიზმი ამცირებს ბრონქებში გამაღიზიანებელ ნივთიერებების მოხვედრის შესაძლებლობას.
შეკუმშულ ბრონქებში ბუსუსების მოძრაობა ძნელდება, მცირდება ფილტვების მოცულობა. ამასთან, ნახშირბადის(II) ოქსიდის მოქმედებით, აირების ცვლა ნელდება და მწეველს სუნთქვა უძნელდება. დასაწყისში ეს ხდება პერიოდულად, მაგრამ თანდათანობით ეს ცვლილებები მუდმივ ხასიათს იძენს და მივყავართ ემფიზემამდე და ფილტვების სხვა სერიოზულ დაავადებებამდე.
მომწამლავი აირები
თამბაქოს ფოთლების არასრული წვის გამო ხდება რთული ორგანული ნივთიერებების დაჟანგვა: ცელულოზების, ცილოვანი ნივთიერებების, ალიფატური, არომატული თუ ჰეტეროციკლური ნაერთებისა. ამის შედეგად წარმოიქმნება უფრო მარტივი ნივთიერებები. ისინი წვის ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ კვამლის თანდათანობით გაცივებისას მათი ნაწილი კონდენსირდება კუპრის სახით. თამბაქოს კვამლის აირად ფრაქციაში შედის მაღალი ქიმიური და ბიოლოგიური აქტივობის არაორგანული ნივთიერებები. მაგ.: ნახშირბადის (II) ოქსიდი, გოგირდწყალბადი, ციანწყალბადი და სხვა. აირად მდგომარეობაში არის აგრეთვე მცირე რაოდენობით დარიშხანის ნაერთები და სხვა მყარი აქროლადი ნივთიერებები. მათთან ერთად კვამლში არის აირები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას არ ახდენენ: ნახშირბადის (IV) ოქსიდი, ჟანგბადი და სხვა.
შხამიანი აირებიდან უმეტესი ნაწილი მოდის ნახშირბადის (II) ოქსიდზე. ამოსუნთქვისას ის თხევადდება და ამიტომ მწეველის ფილტვებში მისი საშუალო კონცენტრაციაა 4 %. გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე CO- სი, მაგრამ მათი ტოქსიურობა უფრო მაღალია. ეს აირები უერთდებიან სისხლის ჰემოგლობინს და ამცირებენ მის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარს. ამის გამო პირველ რიგში ზიანდება გულის კუნთი, რომელიც თავისთავზე განიცდის გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის სპეციფიურ ზემოქმედებას.
ჩვეულებრივ, ჰემოგლობინი უერთდება ჟანგბადს და წარმოქმნის არამდგრად ნაერთს – ოქსიჰემოგლობინს, რომელიც ადვილად იხლითება და უჯრედებს აძლევს ჟანგბადს:
ჰემოგლობინი + O2 ოქსიჰემოგლობინი
მაგრამ ეს წონასწორული პროცესი ირღვევა აირთა ცვლის სხვა მონაწილეების მოქმედებით. ისინი ქმნიან ჰემოგლობინთან მდგრად ნაერთს – მეტჰემოგლობინს:
ჰემოგლობინი + CO კარბოქსიჰემოგლობინი
კარბოქსიჰემოგლობინის მდგრადობა 200-ჯერ მაღალია, ვიდრე ოქსიჰემოგლობინისა. ჰემოგლობინიდან მეტჰემოგლობინის ზოგიერთ ფორმაში გადასვლა იწვევს სისხლის სასუნთქი ფუნქიის მოშლას. ანალოგიურად მოქმედებს სისხლზე სხვა აირები: ანილინი, ნიტრობენზოლი და აზოტშემცველი ორგანული ნაერთები. მწეველებში ცილოვანი აირადი ნივთიერებების აზოტის ოქსიდთან ურთიერთობის დამამტკიცებელია თითების გაყვითლება. ამიტომაც CO-ს უმნიშვნელო რაოდენობაც კი ახდენს ჰემოგლობინის ბლოკირებას და მისი ძირითადი ფუნქციის – ჟანგბადის გადატანის მოშლას. CO-ს რაოდენობა თამბაქოს კვამლში უფრო მაღალია და ამიტომ მისი რაოდენობა მწეველის სისხლში მერყეობს 2-15% – ის ფარგლებში. ეს იწვევს ქსოვილოვანი სუნთქვის დარღვევას.
ითვლება, რომ სისხლის თვისება, გადაიტანოს უჯრედის სიცოცხლისათვის აუცილებელი ჟანგბადი, მოწევის ზემოქმედებით მცირდება 10-დან 30%-მდე. თამბაქოს კვამლი, CO-ს გარდა, შეიცავს სისხლისათვის საშიშ სხვა შხამიან ნივთიერებებსაც.
სიგარეტის ბოლი შეიცავს ისეთ მომწამლავ აირს, როგორიცაა კარბონმონოქსიდი, რომელიც შედის აგრეთვე ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ აირის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება, იკავებს რა ჟანგბადის ადგილს, მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.თამბაქოს კვამლის შხამიანი აირები იწვევენ ქრონიკულ ჟანგბადურ შიმშილს.
შხამიანი ალკალოიდები
თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის გარდა შედის 11 ალკალოიდი: ნორნიკოტინი, ნიკოტირინი, ნიკოტეინი, ნიკოტიმინი და ა.შ. ისინი აგებულებითა და თვისებებით ჰგვანან ნიკოტინს, მაგრამ ნიკოტინი მათგან ყველაზე შხამიანია.
ნიკოტინი – Nikotiana tabakum, Nikotiana rustica, იგივე პირიდინმეთილ-პიროლიდინი.
ზეთოვანი, უფერო, მომწარო გემოს სითხეა თამბაქოს სუნით. შედის ძაღლყურძნისებრთა ოჯახის მცნარეებში, განსაკუთრებით თამბაქოში. ის მცირე რაოდენობითაა ტომატში, კარტოფილში, ბადრიჯანში, ბულგარულ წიწაკაში. თამბაქოდან პირველად მიიღეს 1828 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა პოსელტონმა და რაიმანმა. მისი ქიმიური ემპირიული ფორმულა პირველად აღწერა მელსენსონმა 1843 წელს. პირველად სინთეზის გზით მიიღეს 1893 წელს პიკტეტმა და კრეპიემ.
ნიკოტინი წყალში კარგად იხსნება, ადვილად იჟანგება ჰაერზე და იღებს ყავისფერ ფერს. მას არ გააჩნია არავითარი სამკურნალო თვისება, იწვევს შეჩვევას, აქვს ძლიერი მომწამლავი ქმედება. დოზად.ნიკოტინით მოწამვლის ნიშნებია: ქავილი, თავის ტკივილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გუგების გაფართოება, სიმკრთალე, განმეორებითი ღებინება, სუნთქვის გაძნელება, არითმიული პულსი, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, ციანოზი, სიკვდილის მომენტი დგება სასუნთქი ცენტრისა და სასუნთქიკუნთების დამბლის შედეგად.
ფრინველები იხოცებიან, თუ ნისკარტთან მივუტანთ მხოლოდ ნიკოტინში დასველებულ მინის წკირს. კურდღლები იღუპებიან ნიკოტინის ¼, ძაღლები კი – ½წვეთისაგან. ადამიანისათვის სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა 50-დან 100 მგ-მდე, ანუ 2-3 წვეთი. მიუხედავად ამისა, მწეველ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ნიკოტინის დიდ რაოდენობას, მწვავე მოწამვლა იშვიათია და ისინი არ იღუპებიან იმოტომ, რომ დოზა შედის თანდათან, არაერთჯერადად. თანაც ნიკოტინი ნეიტრალდება თამბაქოში შემავალი მეორე შხამით – ფორმალდეჰიდით. ეს დაკავშირებულია ორგანიზმის ნიკოტინის მიმართ გაძლიერებულ მდგრადობასთან, რაც თავის მხრივ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა.
ნიკოტინი აზიანებს ნერვული სისტემის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილს, განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის კვანძებზე(განგლიონზე), ამიტომ მას უწოდებენ "განგლიოდამაზიანებელ შხამს". მცირე დოზებით ნიკოტინი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორც აღმგზნები, აძლიერებს სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქიას, იწვევს სუნთქვის გახშირებას და სისხლის წნევის მომატებას. ნიკოტინის დიდი დოზა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას და მის დამბლას, გულისა და სუნთქვის შეჩერებას.
ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამია ცნობილ შხამებს შორის, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სიგარეტის მოწევის დროს ის იშლება მხოლოდ ნაწილობრივ ≈ 25%. ნიკოტინის შემცველობა კვამლში მერყეობს 0,4-3 მგ-ს შორის, რაც სიგარეტში არსებული ნიკოტინის 20%-ია. ნამწვავში რჩება ≈ 50%, ხოლო დანარჩენი 50% იმ შენობის ჰაერშია, სადაც ეწევიან.
ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გაცილებით მალე ვითარდება, ვიდრე ალკოჰოლზე. მაგრამ ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკებისაგან განსხვავებით, ნიკოტომანია არ იწვევს მწეველის პიროვნების დეგრადაციას. სწორედ ამის გამო მიგვაჩნია თამბაქოს წევა მწვავე გადამდებ დაავადებად, რომელიც ანგრევს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას და ამაღლებს მწეველების სიკვდილიანობას 30-80%-ით.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1101 | დაამატა: balu | ტეგები: თამბაქო, ნიკოტინი, სიგარეტი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.