Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » თაფლის კოსმეტიკური საიდუმლო
6:12 PM
თაფლის კოსმეტიკური საიდუმლო
თაფლს არა მარტო მდიდარი სამკურნალო თვისებები, არამედ ფართო კოსმეტიკური შესაძლებლობებიც აქვს.

ის მრავალი ბალზამის, ლოსიონისა და პომადის ძირითადი შემადგენელი ელემენტია.

კარგად აღწევს კანის უმცირეს ფორებშიც კი, კვებავს მას და წყლის ბალანსს არეგულირებს, რაც კანს დაბერებისა და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისაგან იცავს. თვითონაც შეგიძლიათ ჯადოსნური ნიღბებისა და ბალზამების დამზადება. გაგაცნობთ ზოგიერთი მათგანის რეცეპტს.

მშრალი კანისათვის

30 გრამი ხორბლის ფქვილი, 50 გრამი თაფლი და 20 გრამი წყალი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მარლის ტამპონით სახეზე წაისვით. 15-20 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი კანისთვის

ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მარლის ტამპონით სახეზე წაისვით 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გადაივლეთ გვირილის ნაყენი.

შერეული კანისთვის

ერთი ნაჭერი შავი პურის გული 30 მლ ცხელ რძეში დაალბეთ, დასრისეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სახის მშრალ ადგილებზე მკვებავი კრემი წაისვით და შემდეგ მთელ სახეზე ნიღაბი დაიდეთ. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

კრემი ხელებისათვის

ერთი სუფრის კოვზ ყვითელგულას, გვირილას, ორკბილასა და მრავალძარღვას ერთი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით. 5-7 საათი გააჩერეთ. დოლბანდში გაწურეთ. შემდეგ 50 გრამი ნაღების კარაქი გაადნეთ, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და 50 გრამი ბალახის ნაყენი დაუმატეთ. ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული კრემი ხელზე წასასმელად გამოიყენეთ. ის კანს ელასტიკურსა და რბილს ხდის.

ნიღბები ნორმალური კანისათვის

აიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, 7-10 ლიმონის წვეთი და ცოტა შვრიის ფქვილი. ყველაფერი აურიეთ და ფაფა სახეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი აუმჯობესებს სახის ფერს, კანს კარგად კვებავს, გლუვსა და ნაზს ხდის.

ორი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანს აცოცხლებს.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 843 | დაამატა: balu | ტეგები: თაფლის კოსმეტიკური საიდუმლო | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.