6:41 PM თედორე შალიაპინი | |
მსოფლიოში მრავალი საოცარი ფაქტი ხდება,რომელსაც ადამიანები ავლენენ ხოლმე.ამიტომ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი მოვლენა ჩვენს პერიოდშიც ისევე მრავლად ხდება,როგორც ეს წარსულში იყო.აღნიშნული საოცარი ფაქტის ერთ-ერთი რეალური გამოვლინება გახლდათ,ის რაც რუს საოპერო მომღერალსა და ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად მოხსენიებულ - თედორე შალიაპინს (1873-1938 წლები),შეემთხვა ამერიკაში გასტროლების დროს.მაშინ,როდესაც იგი ეწვია ამ "დიად" ქვეყანას,სასაზღვრო კონტროლის გავლისას,მებაჟემ ჰკითხა,რომ ხომ არ ჰქონდა მას თან რაიმე ისეთი ძვირფასი ნივთი,რომელიც უნდა აღენუსხა საბაჟო დოკუმენტში (მებაჟემ დიდი საოპერო მომღერალი ვერ იცნო).ამ პროცედურის გავლისას,ერთ-ერთმა მგზავრმა ამოიცნო შალიაპინი და ხმამაღლა შესძახა: "შეხედეთ,ეს თედორე შალიაპინია.მას კი უბრალოდ "ოქროს ყელი" აქვს!" ამის გამგონე მებაჟემ,დაეჭვებულმა იმით,რაც მოისმინა,ჩაავლო ხელი გაოგნებულ თედორეს და იგი სასწრაფოდ გაიყვანა "რენტგენზე",რათა თავად დარწმუნებულიყო განაგონი სიტყვების სიმართლეში.აღნიშნულ ისტორიას,შემდგომში იგი მეგობრების წრეში ხშირად იგონებდა და ამაზე საკმაოდ ხალისობდნენ კიდეც. | |
|