6:15 PM თეთრ გვირგვინოსანი გველი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: ჯუჯა-გვირგვინოსანი გველები სახეობა: თეთრ-გვირგვინოსანი გველი ქვესახეობები: უცნობია მაქს. ზომა: 50 სმ. შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი გავრცელების არეალი: ავსტრალია (ახალი სამხრეთი უელსი, კუინზლენდი). საბინადრო გარემო: ბინადრობს ტყის ტენიან ადგილებში. გარეგნული აღწერილობა: პატარა სხეულის მქონე გველი, პატარა თვალებით. სხეული ჩვეულებრივ ყავისფერი ფერისაა, როგორც ზედა ასევე ქვედა - მუცლის არეც. თავის ზემოთა მხარეს გააჩნია თეთრი (ან ყვითელი) ფერის ნიშანი, რომელიც თვალების გაყოლებით ნესტოებამდე გასდევს და ქმნის ოვალურ ფორმას. ხოლო ნიშნის შუაში, თავის ზემოთა მხარეს ფორმა ამოჭრილია. ეს ქმნის გვირგვინის ფორმას, რის გამოც შეარქვეს თეთრი გვირგვინოსანი გველი. კვება: იკვებება ხვლიკებით და მათი კვერცხებით. გამრავლება: დებს 2 - 10 კვერცხს. ახალშობილი გველები 15 სმ. არიან სიგრძეში. ცხოვრების წესი და ქცევა: არიან მალული, ღამის გველები. ღამით ნადირობს ხვლიკებზე, რომლებიც ეწევიან დღის ცხოვრებას, ღამით კი ძინავთ ფოთლების ქვეშ. დღისით ისვენებს ქვების და ლოდების ქვეშ. შეწუხებისას თავს და სხეულს მაღლა აღმართავს მიწისგან და ახორციელებს შეტევებს, თუმცა იშვიათად იკბინება. შხამი: თეთრ-გვირგვინოსანი გველის შხამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი შხამი დაბალ-ტოქსიკურია და არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის, მითუმეტეს, რომ მისი მალული ცხოვრების სტილის გამო იშვიათად ჩანს ადამიანებში. | |
|