Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » თეთრი ლომი (კლეოპატრა)
10:27 PM
თეთრი ლომი (კლეოპატრა)
წლის 15 იანვარს აფრიკაში ადიბადა და ჩვენთან ამავე წლის 19 აგვისტოს ჩამოვიდა. ლომისათვის ის ჯერ კიდევ პატარაა და სულ ახლახანს შეუსრულდა 1 წელი (ლომები ზრდასრულ ასაკს 3-4 წლისთვის აღწევენ). კლეოპატრას ძალიან ცნობისმოყვარე და მხიარულია ხასიათი აქვს, უყვარს ზურგზე კოტრიალი და ვოლიერში მისთვის მოწყობილი სათამაშოებით თამაში. ასევე ხშირად დიდ დროს ატარებს მისი მეზობელი დათვების თვალიერებაში.
ისევე როგორც ყველა პატარას მასაც გაუხარდა თოვლის მოსვლა, რომელიც მან თავის ცხოვრებაში პირველად ნახა და თავისებურად „გუნდაობდა" კიდეც
თეთრ თოვლზე თეთრი ლომის ნახვა კი მართლაც, რომ საოცარი სანახაობაა.

რაც შეეხება ზოგადად თეთრ ლომს, ის ძალიან იშვიათი ცხოველია და ბუნებაში ძირითადად კრიუგერის ნაციონალურ პარკსა და ტიმბავიტის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იგივე სახეობა რაც ჩვეულებრივი ყვითელი შეფერილობის ლომია და არა ალბინოსი. რადგან თეთრი ლომის თვალები და კანი ნორმალურადაა პიგმენტირებული. მკვლევარებმა მისი აღმოჩენა კი მხოლოდ 1975 წელს მოხერხეს, მანამდე კი ის უბრალოდ აფრიკული ლეგენდების ნაწილად მიაჩნდათ.

უნდა ითქვას, რომ თეთრი ლომი მსოფლიოს სამოცდაათამდე ზოოპარკში თუ ბინადრობს.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 2101 | დაამატა: balu | ტეგები: tetri lomi, თეთრი ლომი (კლეოპატრა), lomze informacia wite lion | რეიტინგი: 3.7/3
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.