Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » "თეთრი სახლის" ბინადარი ცხოველები - ნაწილი II
7:52 PM
"თეთრი სახლის" ბინადარი ცხოველები - ნაწილი II
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 27-ე პრეზიდენტს 1909-1913 წლებში - უილიამ ჰოვარდ ტაფტს (1857-1930 წლები),საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა.სანამ უილიამი საპრეზიდენტო პოსტზე წარადგენდა თავის კანდიდატურას და გაიმარჯვებდა,მანამდე ოჯახის ერთ-ერთ მარჩენალს წარმოადგენდა ძროხა,სახელად - მული ვული.როდესაც უილიამი ოჯახთან ერთად "თეთრს სახლში" გადავიდა საცხოვრებლად,ოჯახმა მული ვული,ვისკონსინის შტატის ერთ-ერთ ფერმას მიაბარა.მოგვიანებით ვისკონსინის შტატის სენატორმა ისააკ სტივენსონმა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტს საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მიართვა "თეთრ სახლში".საჩუქარს კი წარმოადგენდა ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა,რომელსაც შემდგომში პრეზიდენტმა - პოლინ უეინი უწოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უილიამ იმდენად შეუყვარდა იგი,რომ თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე "თეთრ სახლში" ჰყავდა დაბინავებული.ამ პერიოდის მანძილზე კი იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა თეთრი სახლის მიმდებარე ბაღში და უილიამის ოჯახს რძითაც ამარაგებდა.უილიამ ჰოვარდ ტაფტის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომ,უკვე "სახელოვანი" ჰოლშტეინის ძროხა,სახელად პოლინ უეინი,რომელიც მთელ ამერიკაში ცნობილ ცხოველად იქცა,გადაყვანილ იქნა უკანვე,ვისკონსისნის შტატის იმ ფერმაში,საიდანაც წამოიყვანა პირადად პრეზიდენტისათვის ისააკ სტივენსონმა
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 875 | დაამატა: balu | ტეგები: თეთრი სახლის ბინადარი ცხოველები - ნ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.