Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » "The Ecocomist"-ის პროგნოზი
8:15 PM
"The Ecocomist"-ის პროგნოზი
გავლენიანმა ინგლისურენოვანმა,1843 წელს დაარსებულმა ყოველკვირეულმა ბრიტანულმა ჟურნალმა "The Economist"-მა,ჩაატარა საკმაოდ საინტერესო კვლევები,2050 წლისათვის მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის გამორკვევისათვის.კვლევებში გათვალისწინებულ იქნა ამა თუ იმ ქვეყნის შობადობის,სიკვდილიანობის,ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა რიგი საკითხების შედეგები.ამ კვლევების საბოლოო პროგნოზი კი ფართო საზოგადოებისათვის 2010 წელს გაასაჯაროვა.მის მიერ შემოთავაზებული პროგნოზების მიხედვით,როგორც ირკვევა 2050 წლისათვის ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით,საბოლოოდ გადაასწრებს დღემდე მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით ცნობილ - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.ამის მიზეზად კი გამოცემა მრავალ ფაქტორს ასახელებს.მათ შორის უმთავრესად ჩინეთში წყვილებისათვის აკრძალვას ორი და მეტი ბავშვის გაჩენაზე.აქვე გთავაზობთ გამოცემის იმ პროგნოზებს,რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გავიგოთ იმ 20 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა,რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება 2050 წლისათვის დედამიწაზე."The Economist'-ის პროგნოზის შედეგები ასე გამოიყურება:

1. ინდოეთი - 1,615 მილიარდი მაცხოვრებელი.
2. ჩინეთი - 1,417 მილიარდი მაცხოვრებელი.
3. ამერიკის შეერთებული შტატები - 404 მილიონი მაცხოვრებელი.
4. პაკისტანი - 335 მილიონი მაცხოვრებელი.
5. ნიგერია - 289 მილიონი მაცხოვრებელი.
6. ინდონეზია - 288 მილიონი მაცხოვრებელი.
7. ბანგლადეში - 222 მილიონი მაცხოვრებელი.
8. ბრაზილია - 219 მილიონი მაცხოვრებელი.
9. ეთიოპია - 174 მილიონი მაცხოვრებელი.
10. კონგო - 148 მილიონი მაცხოვრებელი.
11. ფილიპინები - 146 მილიონი მაცხოვრებელი.
12. ეგვიპტე - 130 მილიონი მაცხოვრებელი.
13. მექსიკა - 129 მილიონი მაცხოვრებელი.
14. რუსეთი - 116 მილიონი მაცხოვრებელი.
15. ვიეტნამი - 112 მილიონი მაცხოვრებელი.
16. ტანზანია - 109 მილიონი მაცხოვრებელი.
17. იაპონია - 102 მილიონი მაცხოვრებელი.
18. ირანი - 97 მილიონი მაცხოვრებელი.
19. თურქეთი - 97 მილიონი მაცხოვრებელი.
20. უგანდა - 91 მილიონი მაცხოვრებელი.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 882 | დაამატა: balu | ტეგები: The Ecocomist-ის პროგნოზი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.