Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » "წერილი ''მეგობარს''"
8:50 PM
"წერილი ''მეგობარს''"
რაღაც ყოველთვის პირველდ ხდება ცხოვრებაში,პირველად და უკანასკნელად.ყოველ ჯერზე მიყვარს პირველად და უკანასკნელად,განსხვავებულად და განსაკუთრებით.დღეს შენ მიყვარხარ და არ ვიცი ეს რისი ბრალია.შემიყვარდი მოულოდნელად და ძლიერად,ჰაერი შენი სიყვარულით გავჟღინთე და ეხლა შენს სიყვარულს ვსუნთქავ.თავბრუდახვეული,დარეტიანებული დავაბიჯებ უცხო ქალაქის ქუჩებში,გზებთან ერთად ფეხიც მერევა.ჩუმად გავცქერი ცას,რომელიც ერთადერთი რამ არის რაც
ყოველთვის გვაერთიანებს.იმითაც ბედნიერი ვარ,რომ ასე ძლიერად და არანორმალურად მიყვარხარ.ვერც კი წარმომიდგენია რამდენად ბედნიერი ვიქნებოდი შენც რომ გიყვარდე,არა ვიცი ვერ შეძლებ ისევე შემიყვარო,როგორც მე,მაგრამ ხომ შეიძლება უბრალოდ გიყვარდე,შენებურად,ბუზღუნით და უყურადღებოდ.ალბათ შევიშალე და გავგიჟდი,მაგრამ არ ვნანობ,მეყვარები მანამ სანამ არ მომბეზრდება.მეყვარები ჩემებურად,ფანჯარასთან მისული ისევ ავხედავ ცას,შენ სახეს გავიხსენებ,გაყინულს შენზე ფიქრები გამათბობს,ღრმად ჩავისუნთქავ შენს მონატრებას და ისევ გაუყვები გზას,რომელიც ისეთივე უსასრულოა,როგორც სიყვარული....
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 829 | დაამატა: balu | ტეგები: წერილი ''მეგობარს'' | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.