Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » წითელთავიანი კრაიტი
11:20 PM
წითელთავიანი კრაიტი
ოჯახი: ასპიტისებრნი
გვარი: კრაიტები 
სახეობა: წითელთავიანი კრაიტი 
ქვესახეობები: არსებობს
მაქს. ზომა: 2.1 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: ტაილანდი, მიანმარი, კამბოჯა, ვიეტნამი, მალაზია, ინდონეზია.
საბინადრო გარემო: წითელთავა კრაიტები ძირითადად ბინადრობენ ჯუნგლებში და მთებში. უყვარს წვიმიანი ტყეები მთიან რეგიონებში. ადამიანებით დასახლებულ ადგილებში თითქმის არ ჩნდება.
გარეგნული აღწერილობა: იზრდება 2.1 მეტრამე, საშუალო ზომა კი 1.2 - 1.5 მეტრია. აქვს თვალნათლივ განმასხვავებელი გარეგნობა სხვა გველებისგან, კერძოდ კი წითელი თავი და კუდი, ხოლო ტანი შავია, რომელსაც დაკრავს მოცისფრო თეთრი ზოლი ზემოდან. საერთო ჯამში აქვთ პრიალა და მიმზიდველი გარეგნობა.
კვება: წითელთავა კრაიტი ძირითადად ნადირობს სხვა გველებზე, განსაკუთრებით კი ნახევრად წყლოვან გველებზე. გარდა გველებისა ასევე მიირთმევს ხვლიკებს, ბაყაყებს, პატარა ძუძუმწოვრებს, გველების კვერცხებს.
ცხოვრების წესი და ქცევა: არის ღამის გველი, ნახევრად წყლის არსება. აქვს უწყინარი ხასიათი და დღისით იმალებიან. შეწუხებისას თავს მალავენ მათივე ტანის გრაგნილში. ღამით აქტიურობენ და არიან უკიდურესად საშიში.
შხამი: არის ძალიან ძლიერი. როგორც სხვა ასპიტისებრნი გველებისა მისი შხამი არის ნეიროტოქსიკური, რომელიც პირდაპირ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მსხვერპლი საბოლოო ჯამში კვდება სასუნთქი სისტემის მოშლით. როცა წითელთავა კრაიტის გველის შხამი იწყებს მოქმედებს პირველ რიგში ზიანდება ყველაზე მეტად ინერვაციული კუნთები: კუნთები, რომლებიც წევენ მაღლა ზემოთა ქუთუთოებს, კბენიდან 20 წუთისა და რამოდენიმე საათის განმავლობაში მსხვერპლს ძალიან უჭირს მისი თვალების გახელილად დარჩენა. კბენას ასევე მოყვება სიმპტომები: პირღებინება, ბუნდოვანი ხედვა, თავის ტკივილი და ჰიპერსალივაცია (ნერწვის დიდი რაოდენობით გამოყოფა. მას მოყვება დამბლის სიმპტომები, მაგალითად შეიძლება ყბების ჩაკეტვა. დიაფრაგმის(მთავარი კუნთი, რომელიც აკონტროლებს სუნთქვას) პარალიჩის შედეგად ხდება სუნთქვის მოშლა.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1047 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: წითელთავიანი კრაიტი, witeltaviani kraiti | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.