8:05 PM წყლის ყალბი კობრა | |
ოჯახი: ანკარასებრნი (Colubridae) გვარი: Hydrodynastes სახეობა: წყლის ყალბი კობრა ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 3 მეტრი შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა: 20 წელი. გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა (ბრაზილია, ბოლივია, პარაგვაი და ჩრდ. არგენტინა. ასევე შეიძლება იყვნენ კოლუმბიაში და საფრანგეთის გვიანაში). საბინადრო გარემო: ეს გველი ძირითადად ბინადრობს სველ, ნესტიან ჭაობიან ადგილებში, ჩვეულებრივ ტროპიკულ ტყეებში. მიუხადავად იმისა, რომ ყალბი წყლის კობრა მშრალ ადგილებშიც შეუმჩნევიათ მისი საყვარელი ადგილები მაინც ნესტიანი ადგილებია და ამის გამო ფიგურირებს მის სახელში სიტყვა "წყალი". გარეგნული აღწერილობა: Hydrodynastes gigas არის დიდი ზომის ანკარრასებრნი ოჯახის წევრი, რომლის ჩვეულებრივი ზომაა 2 მეტრი, მაგრამ შეუძლია 3 მეტრამდე მიაღწიოს. აქვს კაპიშონის გაშლის შესაძლებლობა როგორც კობრებს რის გამოც შეაქრვეს წყლის ყალბი კობრა, რომელიც წარმოადგენს დამცავ მექანიზმს, რათა გამოჩნდეს სხვა მტაცებლების თვალში უფრო დიდი და საშიში, თუმცა ნამდვილი კობრებისგან განსხვავებით კაპიშონის გაშლის დროს ინარჩუნებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას, როცა ნამდვილი კობრები ესეთ დროს ვერტიკალურ მდგომარეობაში დგებიან. წყლის ყალბი კობრას კისრის გარდა ასევე შეუძლია მისი სხეულის ქვედა ნაწილის გაბრტყელებაც რაც ნამდვილ კობრებს არ შეუძლიათ. დამატებით შეუძლება ითქვას რომ Hydrodynastes გვარის სახეობების სხეულის მოხატულობა წააგავს წყლის ნამდვილი კობრების (Boulengerina) მოხატულობას. ამ გველს გააჩნია დიდი შავი თვალები, მრგვალი გუგებით, რომელიც აძლევს მას კარგი დღის შუქის გამოსახულების მიღების შესაძლებლობას. ენა შავია, ტიპიური გველის ენის ფორმის. სხეულის ფერი არის ყავისფერი მუქი ლაქებით და ლენტებით მოხატული. ჩვეულებრივ კუდთან ფერები უფრო მუქდება. ესეთი შეფერილობა უზრუნველყოფს მშვენიერ კამუფლაჟს მის საბინადრო გარემოში. მდედრებს გააჩნიათ უფრო ღია ფერის ლაქები და ლენტები. პატარები უფრო მუქები არიან და არ გააჩნიათ ზრდასრულების ტიპიური დიდი შავი თვალები. კვება: ძირითადად იკვებება თევზებით და ამფიბიებით, მაგრამ შეუძლია შეჭამოს მცირე ზომის ძუძუმწოვრები, ფრინველები და სხვა ქვეწარმავლებიც. ტყვეობაში ჩვეულებრივ კვებავენ მღრღნელებით და აძლევენე სხვა ტიპის საკვებსაც. გამრავლება: წყლის ყალბი კობრა არის კვერცხმდები. დებს მიახლოებით 40-მდე კვერცხს. ცხოვრების წესი და ქცევა: წყლის ყალბი კობრა არის დღის გველი. საერთოდ არის ძალიან აქტიური გველი და დღეს ატარებს, ცოცვაში, თხრაში და ცურვაში. მათი ხასიათი დამოკიდებულია ინდივიდზე. ზოგი წყნარია და მორჩილი, ზოგი აგრესიულია. ტყვეობაში გამრავლებული ინდივიდები საკმაოდ მორჩილები არიან და მაღალ ინტელექტსაც კი იჩენენ. შხამი: ეს სახეობა არის შხამიანი, თუმცა მისი ეშვების განლაგების გამო დიდი ზომით შხამს ვერ უშვებს მსხვერპლში. მოშხამვის შედეგად დგება სიმპტომები: ნაკბენის ადგილას დასიება, სისხლდენა, ტკივილი და ფხანის შეგრძნება. | |
|