Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » "წუთიერი დუმილი"
10:58 PM
"წუთიერი დუმილი"
"წუთიერი დუმილი" - ინგლისურ ენაზე "Moment of Sicence",წარმოადგენს სიმბოლურ რიტუალს,რომელიც ერთგვარად გამოხატავს პატივის მიგებას იმ ადამიანისათვის ან ადამიანებისათვის,რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ.გარდა ამისა "წუთიერი დუმილით" პატივს მიაგებენ ამა თუ იმ ეპოქაში,შეიარაღებული ბრძოლებში დაღუპულ მსხვერპლთაც.თავდაპირველად,აღნიშნული სიმბოლური რიტუალი შემოთავაზებულ იქნა 1919 წელს,ცნობილი ავსტრალიელი ჟურნალისტის - ედუარდ ჯორჯ ჰანის მეირ,პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მოსაგონრად და საპატივცემულოდ.იდეა "წუთიერი დუმილისა" ჟურნალისტმა,გაზეთ "The Times"-დმი მიწერილ წერილში გამოაქვეყნა,თუმცა აღსანიშნავია,რომ პირველად იგი არა ერთ წუთიანი მონაკვეთისგან,არამედ ხუთ წუთიანი მონაკვეთისაგან შედგებოდა.მოგვიანებით ხუთწუთიანი მონაკვეთი,ზედმეტად ხანგრძლივ დროდ იქნა მიჩნეული და შემოიღეს ერთწუთიანი "წუთიერი დუმილი".მაგრამ არც ეს დრო მიიჩნიეს მიზანშეწონილად,რის გამოც საბოლოოდ "წუთიერმა დუმილმა" ორ წუთიანი სახე მიიღო."წუთიერი დუმილის" დროს შესაძლოა შესრულდეს სხვა სიმბოლური ქმედებები,ისეთები როგორბიცაა - ზარების რეკვა,მტრედების განთავისუფლება,ან კიდევ შესრულდეს - Last Post.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 735 | დაამატა: balu | ტეგები: wutieri dumili, წუთიერი დუმილი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.