Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის "გერბის" შესახებ...
9:50 PM
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის "გერბის" შესახებ...
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის "გერბი" - ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1960 წელი),სამი წლის შემდეგ იქნა ოფიციალურად მიღებული.ამ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი გახლდათ - დავიდ დაკო (1930-2003 წლები).გერბის ცენტრში გამოსახულია,დაახლოებით კვადრატული ფორმის სახით ფარი,რომელიც ოთხი ფერით არის გაყოფილი.მასზე გამოსახული თეთრი სპილო (მწვანე ფონზე),ბაობაბის მწვანე ხე (თეთრ ფონზე),სამი ოთხქიმიანი თეთრი ვარსკვლავი (ყვითელ ფონზე) და მოწითალო-ყავისფერი ხელის მტევანი (ლურჯ ფონზე).ხოლო თავად ფარის ცენტრში გამოსახულია მცირე ზომის წითელი კვადრატი,რომელშიც ასახულია აფრიკის რუკა,რომელზეც დატანილია ყვითელი ვარსკვლავი.ფარის ორივე მხარეს კი კარგად ჩანს ორი ეროვნული დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა.მათ ზემოთ ასახულია მზე,ხოლო ქვემოთა მხარეს მედალი.გერბის ზემოთა ნაწილში გაკეთებულია წარწერა,რომელზეც სანგოს ენაზე წერია "ZO KWE ZO",რაც თარგმანით აღნიშნავს - "ყველა ადამიანი ადამიანია".გერბის დაბლა მხარეს კი ფრანგულ ენაზე წერია "UNITE,DIGNITE,TRAVAIL",რაც ქართული თარგმანით აღნიშნავს - "ერთობა,ღირსება,შრომა".ფარზე გამოსახული სპილოსა და ბაობაბის ხე,ერთგავარდ სიმბოლიზირდება ცენტრალური აფრიკის ბუნებასა და ქვეყნის სიძლიერეზე.ხელის მტევანი - სიმბოლოა იმ პოლიტიკური ზალისა,რომელიც გერბის ოფიციალურად მიღების დროს იყო ხელისუფლებაში.სამი ვარსკვლავი - გამოსახავს ალმაზს,რომლითაც ეს ქვეყანა მდიდარია.ხუთ ქიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლიზირდება ქვეყნის მდებარეობაზე,აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილზე.მზის ჩვიდმეტი სხივი ერთგვარად გამოსახავს - ცენტრალური აფრიკის 16 პრეფექტურას და ქვეყნის დედაქალაქ ბანგის.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 539 | დაამატა: balu | ტეგები: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გერბ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.