7:52 PM ცისარტყელისებრი გველი | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: Xenodontinae გვარი: Farancia სახეობა: ცისარტყელისებრი გველი ქვესახეობები: არსებობს მაქს. ზომა: 1.6 მეტრი შხამის ხარისხი: უშხამო გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ა.შ.შ. (მერილენდი, ლუიზიანა, აღმოსავლეთ ვირჯინია, სამხრეთ-აღმომსავლეთ ჩრდილო და სამხრეთ კაროლინა, ჯორჯია, ჩრდილო ფლორიდა, ალაბამა და მისისიპი. საბინადრო გარემო: გვხდება წყლოვან მიდამოებში, ხშირად ნაკადულებთან. გარეგნული აღწერილობა: აქვს პრიალა ქერცლები. სხეუული არის მოლურჯო შავში 3 წითელი ზოლით. აქვთ მოკლე კუდი. საშუალოდ იზრდებიან 91 - 122 სმ, თუმცა შეუძლიათ მიაღწიონ 1.6 მეტრსაც. მდედრები უფრო დიდები არიან. კვება: მათი ძირითადი საკვებია გველთევზასნაირნი, თუმცა ასევე ნადირობენ ბაყაყებზე, თავკობმალებსა და კუდიან ამფიბიებზეც. მათ მსხვერპლს ჭამენ ცოცხლად. ჭამას ჩვეულებრივ თავიდან იწყებენ. გამრავლება: მდედრები დებენ კვერცხებს ივლისში ქვიშიანი მიწის ქვეშ. საშუალოდ დებენ 20-მდე კვერცხს, თუმცა დიდი ზომის მდედრებს შეუძლიათ დადონ 50-მდეც. ახალშობილები იჩეკებიან გვიან ზაფხულსა ან შემოდგომაზე. ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველები იშვიათად ჩანან. მათი ცხოვრების უდიდეს დროს წყალში ატარებენ. არიან კარგი მცურავები და ასევე კარგად ეხერხებათ ტალახში ან ქვიშაში თხრა. ეს გველები არ არიან აგრესიულები დაჭერისას და ისინი არ იკბინებიან ტყვეობაში. შხამი: არ გააჩნია. | |
|