6:28 PM ცისფერი მალაიზიური მარჯნისებრი გველი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: აზიური მარჯნისებრნი გველები სახეობა: ცისფერი მალაიზიური მარჯნისებრი გველი ქვესახეობები: უცნობია მაქს. ზომა: 1.4 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: დასავლეთ ინდონეზია, კამბოჯა, მალაიზია, სინგაპური და ტაილანდი. საბინადრო გარემო: უყვარს ნესტიანი ადგილები. გარეგნული აღწერილობა: არის მუქი ლურჯი ან მუქი ცისფერი შეფერილობის, რომელსაც დაკრავს ღია ცისფერი ან თეთრი ზოლები ტანის ორივე მხარეს. თავი, მუცელი და კუდი აქვს ღია წითელი ფერის. ეს გველი ხშირად ეშლებათ ვარდისფერ თავიან ლერწმის გველში მათი მსგავსი გარეგნობის გამო, თუმცა ეს ბოლო უშხამოა და გაცილებით პატარა ზომის, 50სმ. კვება: ექსკლუზიურად იკვებება სხვა გველებით (მათ შორის მისივე სახეობის წარმომადგენლებით) და ხანდახან ხვლიკებით, ბაყაყებითა და ჩიტებით. ცხოვრების წესი და ქცევა: ძირითადად აქტიურია ღამით. ეს გველი საკმაოდ მორიდებული გველია დღისით და ცდილობს თავი აარიდოს კონფრონტაციას. თუმცა ღამით იგი უფრო აქტიური ხდება. ამიტომაც ადამიანები ხშირად არიან დაკბენილნი ღამით, როცა ისინი შემთხვევით აბიჯებენ ფეხს... სხვა მარჯნისებრი ახალი სამყაროს გველების მსგავსად ისიც თავს იცავს მისი მკვეთრი შეფერილობის ტანით. ის ასევე ტრიალდება გულაღმა, რათა დაანახოს სხვა მტაცებლებს მისი წითელი მუცელი, მალავს თავს მისივე დაგრაგნილ ტანში და წევს კუდს მაღლა, რათა მოაჩვენოს მისი კუდი თავად. შხამი: შხამი საკამოდ ძლიერი აქვს და მის ნაკბენს ხშირად გამოუწვევია სიკვდილი. როგორც სხვა ასპიტების გველებისა, მისი შხამი არის ნეიროტოქსიკური. ნაკბენს საწყის ეტაპზე აქვს ძალიან ცოტა ან საერთოდ არ აქვს სიმპტომები. თუმცა რამოდენიმე წუთის შემდეგ მსხვერპლმა შეიძლება იგრძნოს მგრძნობელობის დაკარგვა ნაკბენის ადგილას. მალე მსხვერპლს გაუძნელდება სუნთქვა და საბოლოო ჯამში დადგება სიკვდილი სასუნთქი სისტემის მოშლის შედეგად. | |
|