Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია
6:34 PM
ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია
1. ყოველმა ადამიანმა,საკუთარი ჩადენილი სისულელის გამო აუცილებლად უნდა აგოს პასუხი,თორემ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ჭკუას.
2. რაც უფრო ასაკოვანი და ბრძენია ადამიანი,მით უფრო ნაკლებად ცდილობს იგი სხვებთან ურთიერთობების გარკვევას და დალაგებას.იგი,უბრალოდ დგება,გისურვებთ ყოველივე კარგს და მიდის.
3. მირჩევნია ერთი დღე ვიცოცხლო ლომებთან,როგორც ლომმა,ვიდრე მთელი ცხოვრება ვირებთან,როგორც - ვირმა.
4. არასოდეს თქვათ შემდეგი სიტყვები: "მე ამას არასოდეს გავაკეთებ",რადგან ცხოვრებამ შესაძლოა უარესი გაგაკეთებინოთ.
5. ამბობენ,რომ თამბაქოს მოწევა,ყველაზე ცუდი და მავნე თვისებაა ადამიანისა.მაშინ რაღა უნდა ვთქვათ - ღალატზე,ფარისევლობასა და ეგოცენტრიზმზე?
6. ტკივილი,რომელსაც დღეს გრძნობ,აუცილებლად გადაიქცევა ძალად,რომელსაც ხვალ იგრძნობ.
7. ისწავლე ლაპარაკი - მაშასადამე გაიზარდე.ისწავლე დუმილი - მაშასადამე - დაბრძენდი.
8. ყველაზე დიდი შიში ადამიანისა,გახლავთ ის,რომ ოდესღაც იგი გახდება ზედმეტი ტვირთი იმ ადამიანისათვის,რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასია.
9. ცხოვრებაში არსებობს წუთები,როდესაც თვალებს ცრემლები ბინდავს... თუმცა ბევრად უარესია,როდესაც სული ტირის და თვალები მშრალია.
10. ყოველთვის,ბევრად უფრო ვაფასებ იმ ადამიანს,რომელიც მეტყვის არა იმას,რომ ყველაფერი ცუდი მალე გაივლის,არამედ იმას,რომ იგი ჩემს გვერდითაა და რომ ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 888 | დაამატა: balu | ტეგები: cxovrebiseuli prezeologia, frazeologia, ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.