6:09 PM ცოტა რამ ფოტოგრაფიის და ფოტოაპარატის ისტორიის შესახებ | |
არამგონია დღეს არსებობდეს ადამიანი რომელსაც რაიმე მოწყობილობა მაინც არ აქვს, რომელიც აღჭურვილი იქნება ფოტოკამერით. ფოტოგრაფია იმდენად მასიურ გატაცებად იქცა ბოლო წლებში, რომ ცხოვრება ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის. რა თქმა უნდა ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან კარგად შეუწყო ამას ხელი. ადრე ფოტოგრაფია იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ "რჩეულები” ეუფლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს "ზენიტი" იყო თითქმის ყველა ოჯახში – ფირის გამჟღავნება და ფოტოების დაბეჭდვა ბევრ ტექნიკურ ცოდნას საჭიროებდა. იშვიათად ვინმე დაინტერესდეს – საიდან წარმოიშვა ეს ტექნიკა. საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა მხატვრობის და დამწერლობის საშუალებით ქმნიდა ისტორიას. ნახატის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თან ნებისმიერი ადამიანი ფაქტის გადმოტანისას ტილოზე აუცილებლად რაღაცა თავის ხედვას და აზრს ჩააქსოვს იმ ნახატში. საჭირო იყო ისეთი ხერხი რომელიც შიშველ ფაქტებს დააფიქსირებდა თან უმოკლეს დროში. ოდითგანვე კაცობრიობისთვის ცნობილია ჩაბნელებული ოთახის – ე.წ. კამერა ობსკურას პრინციპი. მისი მოქმედების პრინციპი შემდეგია – შუქგაუმტარ ყუთში, მაგალითად, კეთდება ნახვრეტი – საიდანაც განათების სხივები შედის შიგნით და ამოტრიალებული გამოსახულების სახით ხდება მისი პროექცია ყუთში მოთავსებულ ეკრანზე. კამერა ობსკურას დახმარებით მხატვრები აკეტებდნენ ქალაქის ჩანახატებს, მაგრამ ეს პროცესი მაინც ხანგრძლივი გამოდიოდა, და მეცნიერები ცდილობდნენ მოეპოვათ ხერხი, რომელიც ამ ყველაფერს მექანიკურ პროცესად აქცევდა, რაც ძლიერ გაამარტივებდა ფაქტების დაფიქსირების პროცესს. კამერა ობსკურას პრინციპზე შემდგომში იყო აგებული რამდენიმე ფოტოკამერა. ფოტოგრაფია – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "შუქით ხატვას”. "შუქით ხატვის” დაბადების თარიღად პირობითად ითვლება 1893 წელი. სადღაც 1800 წლიდან უკვე აქტიურად დაიწყო ფოტოაპარტის განვითარება. 1812 წელს ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გამოიგონა კამერა-ობსკურა თავისი ლინზით და მოძრავი მილით. ეს მოწყობილობა შეიძლება ჩაითვალოს პირველ კამერად, რომელიც თანამედროვე ფოტოაპარატს გავს. ამავე აპარატით შეიქმნა ისტორიაში პირველი ფოტო, რომელიც უკვე დაფიქსირდა ქაღალდზე და დღემდეა შემორჩენილი. ეს იყო ხედი გამომგონებლის ოთახიდან, რომელზეც ჩანს სახლების სახურავები. ზუსტად ერთ წელიწადში კარლ გაუსმა შექმნა პირველი ობიექტივი. ფოტოაპარატის განვითარება მიდიოდა ძალიან აქტიურად და წარმატებულად. ტაბოლტი იყო ის ადამიანი, ვინც გამოიგონა პირველი ნეგატივი. ეს მოხდა 1835 წელს. ნეგატივის გამოგონებასთან ერთად უკვე აქტიურად დაიწყეს ფოტოების გადაღება, რისთვისაც იყენებდნენ ჯერ ფირფიტებს შემდგომ კი ფირებს. და აი 1889 წელს დაპატენტებული იქნა პირველი ფოტო ფირის რულონი და პირველი სწრაფი ფოტო კამერა – სახელად "კოდაკი”. პატენტი ეკუთვნის ჯორჯ ისთმანს, კომპანია "ისთმან კოდაკი”-ს დამაარსებელს. "კოდაკი” წარმოადგენდა პატარა ყუთის კამერას, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ერთი სიჩქარე (დაყოვნება), მის ობიექტივს ჰქონდა მუდმივი დიაფრაგმა და მისი გამოსახულების სიმკვეთრე მოიცავდა დიაპაზონს 2,5 მეტრიდან უსასრულობამდე. ფოტოაპარატში იდებოდა 100 კადრიანი ფირი. მისი ფასი კი შეადგენდა 25 აშშ დოლარს. 1935 წელს გამოჩნდა უკვე ფერადი ფოტოგრაფიაც, ხოლო 1963 წელს სენსაცია მოახდინა ფოტოაპარატ "პოლაროიდ”-მა. კომპანია "პოლაროიდ”-მა დაიწყო პოლარიზებული სათვალეების გამოშვებით და 1948 წლიდან ის აწარმოებდა უკვე ფოტოაპარატებს, რომლებიც ეგრევე ფოტოს გადაღებისთანავე მზა ფოტოს ბეჭდავდნენ.ამისათვის საჭირო იყო არა მარტო სპეციალური ფოტოაპრატის შეძენა არამედ სპეციალური კასეტებით მომარაგებაც. "პოლაროიდ”-მა პოპულარობის პიკს მიაღწია 1980-იან 1990-იან წლებში. 1970-იან წლებში კომპანია "კოდაკი”-ს ინჟინერმა, სტივ სასონმა შექმნა პირველი ციფრული ფოტოკამერა, რომელიც მუშაობდა CCD მატრიცაზე და იწონიდა დაახლოებით 3 კილოგრამს. ამ კამერით გადაღებული ფოტო იყო 100×100 პიქსელი ზომის და იწერებოდა მაგნიტურ კასეტაზე, თითო კადრის ჩაწერას იგი უნდებოდა 23 წამი. ფოტოების დათვალიერება შესაძლებელი იყო სპეციალური მიკროკომპიუტერის საშუალებით, რომელსაც კასეტიდან უნდა წაეკითხა გამოსახულება და გაეშვა ტელევიზორის ან მონიტორის ეკრანზე. ყოველ დღე ჩვენ ვიგებთ რაღაცა ახალს ფოტოტექნიკის სამყაროდან, განვითარების პროცესი არ წყდება. ნელ-ნელა მივედით უკვე 3დ ფოტოკამერებამდე და გული მიგრძნობს ეს მხოლოდ დასაწყისია. თითქოს და მეტი უკვე ვეღარაფერს ახალს გამოიგონებენ, ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა უკვე გამოგონილია – მაგრამ მეცნიერები მაინც ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას და მეტი საჭირო და არასაჭირო ფუნქციებით ფოტოაპარატების დაკომპლექტებას. ისღა დაგვრჩენია მოუთმენლად ველოდოთ რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ კიდევ ახლო მომავალში. | |
|