Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » თურქმენეთის ეროვნული სიმბოლო - "იანარდაგი"
8:14 PM
თურქმენეთის ეროვნული სიმბოლო - "იანარდაგი"
"იანარდაგი" - წარმოადგენდა პირად ცხენს (ულაყი),თურქმენეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - საფარმურატ ნიაზოვის (1940-2006 წლები) იგივე - "თურქმენბაშისა".აღნიშნული ცეხნი წარმომავლობით აჰალტეკინური მოდგმის გახლდათ და ძალიან ხშირად ჩნდებოდა თურქმენულ ჟურნალ-გაზეთებისა და საერთოდ პრესის ყურადღების ქვეშ (განსაკუთრებით თურქმენბაშის მმართველობის წლებში).მოგვიანებით "იანარდაგი" თურქმენეთის ეროვნულ გერბზეც კი იქნა გამოსახული.ალბათ გასაგები იქნება მის მიმართ გამოჩენილი უდიდესი ყურადღება თურქმენული მედიისა,თუ იმასაც გავითვალისწინებთ,რომ იანარდაგი თურქმენბაშის უსაყვარლეს ცხენს წარმოადგენდა.იგი დაიბადა თურქმენეთის დამოუკიდებლობის მოპოვების,პირველივე გაზაფხულზე (1991 წელი),ცნობილი თურქმენი სელექციონერის კიარიზოვის თავლაში,კერძოდ "აჰალ-იურტში".იანარდაგის მიმართ საფარმურატ ნიაზოვის ყურადღება მას შემდეგ გაიზარდა,რაც მან მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე,მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 1999 წელს.სწორედ ამ ტრიუმფის შემდგომ იქნა იგი აღიარებული ქვეყნის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ და გამოსახულ იქნა თურქმენეთის ეროვნულ გერბის ცენტრალურ ნაწილზე.ამავე პერიოდიდან იქნა იგი გადაყვანილ "საჰალ-იურტის" თავლიდან - თურქმენბაშის პირად მფლობელობაში მყოფ საჯინიბოში და საფარმურატ ნიაზოვის მხირდან უდიდესი "პატივის" ღირსადაც შეიქნა.იანარდაგს სპეციალურად საკუთარი მომსახურე პერსონალი გააჩნდა და ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი,რაც კი შეიძლება ადამიანმა ცხოველის მიმართ გამოიჩინოს.ის ხომ თურქმენეთის ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 722 | დაამატა: balu | ტეგები: turqmenetis erovnulisimbolo, თურქმენეთის ეროვნული სიმბოლო - იანა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.