6:57 PM თუთიყუში ჰიაცინტის არა | |
ყველაზე დიდი არებს შორის არის ჰიაცინტის არა. მისი სიგრძე 100-105 სანტიმეტრია. ტანის სიგრძის დაახლოვებით ნახევარი კუდია. ფრთა 38-39 სმ-ია. წონა კი 1500 გრამი. ის მთლიანად ლურჯი ფერისაა. სხვა არებისაგან განსხვავებით მას "სახე” ბუმბულით აქვს დაფარული. ნისკარტის ქვედა ნაწილსა და თვალს ყვითელი ფერის კანი აქვს გარშემორტყმული. ნისკარტი დიდი, ნაცრისფერ-შავი აქვს. მამრს ის ბევრად დიდი აქვს ვიდრე მდედრს. ის ძალზე ძლიერია. მისი საშუალებით შეუძლიათ გატეხონ საკმაოდ მკვრივი თხილი, დაღრნან დიდი ტოტები, შეუძლიათ გატეხონ რკინის მავრთულები, ადამიანს გადაუტეხონ თითის ფალანგები. ხმა აქვთ ძალიან ძლიერი, არასასიამოვნო და ზოგჯერ თითიქოს ჩახლეჩილიც კი. მათი ხმა საკმაოდ დიდ მანძილზე ისმის, დაახლოებით 1-1.5 კმ.ბინადრობს ბრაზილიის ჯუნგლებში, ამაზონის სამხრეთით. ტყეების პირას, ჭაობიან ადგილებში, პალმების ნარგავებში. გვხვდებიან მდინარეების გაყოლებით, ნაპირებზე. ჰიაცინტის არები ცხოვრობენ წყვილებად ან პატარ-პატარა ჯგუფებად. ჯგუფებში მათი რაოდენობა 6-დან 12-მდე მერყეობს. აქტიურები არიან დღისით. ყოველდრიურად დაფრინავენ საკვების საშოვნელად, ზოგჯერ ეს ადგილები მათი ყოველდღიური სამყოფელიდან ათეული კილომეტრებითაა დაშორებული. დილით ადრე იკრიბებიან გამხმარი ხეების კენწეროებზე, სადაც თავი მოჰყავთ წესრიგში. დღის ცხელ პერიოდში ისვენებენ ხეების ხშირ ფოთლებში. ისინი ქმნიან წყვილს მთელი ცხოვრებით. ბუდობენ მაღალი ხეების ფუღუროებში, 12-40 მეტრის სიმაღლეზე. ყველაზე მეტად აკეთებენ ბუდეებს სტერკულიაში (sterculia apetala). ამ ხეებში მათ უადვილდებათ იმ ფუღუროების გაღრმავება, რომლებიც კოდალებმა გააკეთეს. ბუდის დიამეტრი შიგნით არის 50 სმ, სიღრმე – 30სმ. თუ ხეებზე ადგილები აღარ რჩება, ბუდეებს მდინარის ნაპირებზე მყოფ კლდეებში იკეთებენ.იკვებებიან პალმის თხილით, რომელსაც მოხერხებულად ღრღნიან. ასევე ჭამენ სხვადასხვა ხილს, კენკრას და მდინარის უხერხელო მოლუსკებს (ძირითადად მდინარის ლოკოკინებს). საკვებს ნახულობენ როგორც ხეებზე, ასევე მიწაზეც. პერიოდულად რაციონში იმატებენ სილასა და მცირე ზომის ქვებს. შეჯვარებიდან 1 თვის შემდეგ მდედრი პირველ კვერცხს დებს. კვერცხებს 2-3 დღის ინტერვალით დებენ. ბუდეში 2 კვერცხია (ზომა 5340მმ-ია). კვერცხს აზის მხოლოდ მდედრი. ეს პროცესი 27-30 დღე გრძელდება. მამრი იცავს მდედრსა და ბუდეს და მოაქვს საკვები ბარტყებისა და მდედრისათვის. წელიწადში 1-2 ჯერ ჩეკავენ ბარტყებს. ახლადგამოჩეკილი ბარტყები შეუმოსავები და ბრმები არიან. ძირითადად მხოლოდ ერთი ბარტყი რჩება, ეს მითუმეტეს მაშინ ხდება, როცა მეორე 4 დღის შემდეგ იჩეკება. ბარტყები 65-70 დღის ასაკში სრულად იმოსებიან ბუმბულით. 3 თვის ასაკში ტოვებენ ბუდეს, მაგრამ მშობლები მათ კიდევ 3 თვის განმავლობაში უვლიან და აჭმევენ. ახალგაზრდა ფრინველები მშობლებთან იმყოფებიან 18 თვემდე. ისინი დგანან გადაშენების პირას. მეოცე საუკუნის დასასრულს ბუნებაში დაახლოვებით 3000 ჰიაცინტის არაა დარჩენილი. ძალიან ბევრი უკვე ადგილიდან გადაშენდა. პოპულაციის დავარდნა ნადირობისა და მათი კონტრაბანდით დაჭერისა და გაყიდვის ბრალია. 1980 წელს დაახლოვებით 10 000 ჰიაცინტის არა დაიჭირეს, რამაც ისინი სრულიად გადააშენა პარაგვაის ტერიტორიიდან. ასევე მათი გადაშენების ერთ-ერთი მიზეზია მათი საცხოვრებელი ტერიტორიების ათვისება. სხვადასხვა პროგრამის წყალობით, მათმა რიცხვმა 2002 წლისათვის 6500-სს მიაღწია. შეტანილია წითელ წიგნში. მისი ძალის მიუხედავად ადვილად შინაურდება და სწრაფად ეჩვევა ადამიანს. მისი ნახვა შეიძლება ზოოპარკებში, იშვიათად მოყვარულებთან. სიცოცხლის ხანგრძლივობა 65-90 წელი | |
|